Saturday, December 13, 2014

ამერიკაში ყველაფერი გრანდიოზულია


ამერიკაში ყველაფერი გრანდიოზულია, თვით ტერაქტებიც კი.

 ის, რაც აქამდე ურღვევი გვეგონა, თურმე სულ ადვილად იმსხვრევა, მუდმივი - წარმავალია, მყარი - თხევადია, კოშკები მოძრაობენ, ხოლო ცათანმბჯენები ცას კი არა, მიწას ებჯინებიან.

 „
ჩვენი შენობა მსოფლიო კაპიტალიზმს ზემოდან გადმოჰყურებს,რათა ყველას გულითადად გაგეჩხიროთ თვალში.“

  
ამერიკელებს არ უყვართ შავი იუმორი. ისინი ძალიან ცრუმორწმუნენი არიან. ალბათ, ამიტომაა, რომ მათ შენობებში არასდროსაა მეცამეტე სართული.

 
ზმნა რომელიც აღნიშნავს იმ პროცესს, როცა თვითმფრინავი ფეხებში გივარდება -"დაშენობდა".

Skyscrapers-
ის, ანუ ცათანმბჯენის მთავარი პლუსი ის არის, რომ ისინი ადამიანს საკუთარ თავზე ამაღლების საშუალებას აძლევენ. ყველა ცათამბჯენი უტოპიაა. ადამიანები ოდითგანვე შეპყრობილნი იყვნენ საკუთარი ხელით აღმართული მთების ან ცად ატყორცნილი კოშკების შენების მანიით. ამით ისინი თავის თავს უმტკიცებენ, რომ ბუნებაზე უფრო ძლევამოსილნი არიან. ეს შეგრძნება მართლაც დაგეუფლება, როცა ამ რკინა-ბეტონისა და შუშა-ალუმინისგან ნაშენი რაკეტის მწვერვალზე მოხვდები: აქ ჰორიზონტიც შენი გგონია; აქ არ არის საცობები, კანალიზაციის ჭები, ტროტუარები; მიწას შორდები და ცაში მაღლდები. ძალაუფლებით - არა, უფრო სიამაყით გევსება ამ სიმაღლეზე გული. და არ არის არანაირი ამპარტავნება, უბრალოდ გიხარია, რომ ყველა ხის წვერზე მაღლა დგახარ.

ჩვენი შვილები ცუდად არიან გაზრდილნი, იმიტომ რომ ისინი საერთოდ გაუზრდელები არიან. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მათ აღზრდაში ყველაზე ნაკლებად ვმონაწილეობთ. ისინი მულტფილმების არხების შვილები უფრო არიან. ამიტომ მადლობა Disney Chennel-, ის მსოფლიო ძიძაა. ჩვენ გავაფუჭეთ ჩვენი შვილები, იმიტომ, რომ ჩენთვითონვე გაგვაფუჭეს ჩენმა მშობლებმა.

 („
მოწევა კლავს“ ) „მოწევას ადამიანი  შენობის აფეთქებამდე გარეთ გაჰყავს.“


 
ბევრს ვკითხულობ, ფრაზებს რომლებიც მომწონს, წიგნშივე ვინიშნავ (ეს თვითნასწავლი ადამიანების დამახასითებელი თვისებაა. ისე, უნდა ითქვას, რომ განათლებული ხალხის უმრავლესობა თვითნასწავლია,იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება იმ წარმოსახვითი გამოცდისთვის  ემზადება, რომელსაც არასდროს ჩააბარებს.)

მამების მთავარი დანიშნულება: იმედები გაუცრულონ შვილებს.

წიგნებში ის უნდა ეწეროს, რასაც ტელევიზიით ვერ ვნახავთ. ლიტერატურას დღეს საფრთხე ემუქრება, ჩვენი ვალია მისი დაცვა, ლიტერატურას ომი გამოუცხადეს... ადამიანები, რომელთაც უყვართ კითხვა და წერა, თითზე ჩამოსათვლელია, ამიტომაც უწევთ მათ ყველაფერზე წასვლა, ნებისმიერი იარაღის გამოყენება რათა წიგნი დაიცვან.

არაევკლიდესეული განტოლება:ერთი თვითმფრინავი = ერთი უბედური შემთხვევა.  ორი თვითმფრინავი = 0 უბედური შემთხვევა.



 როცა შენობები ქრებიან, მათ შესახებ დაწერილი წიგნები რჩებიან, აი, რატომ დაწერა სიკვდილის წინ ჰემინგუეიმ პარიზზე. მან იცოდა: შენობებზე უფრო გამძლე წიგნებია.


სხვადასხვა ქალის შებმას ერთი უპირატესობა აქვს: ყველას ერთი და იგივე შეგიძლია ელაპარაკო. ძალიან მოსახერხებელია.


წვიმაში თითქოს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. რა კარგი იქნებოდა, მას ჩვენი ცოდვების ჩამორეცხვაც რომ შეეძლოს...


 
ყველა ათწლეულს თავისი უკურნებელი სენი აქვს: 80იანებში შიდსი იყო, 90იანებში შიზოფრენია, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი - პარანოია. ტოტალური პანიკის შესაქმნელად თაიმსკვერზე ერთი მოარული ბომბიც საკმარისია.


ტერაქტის გარეშე ჩავლილი თითოეული დღე ახალი ტერაქტის მოლოდინს ზრდის.


 
ალფრედ ჰიჩკოკი იმეორებდა ხოლმეტერორი მათემატიკაა


 
ტერორიზმი სიმბოლოებს კი არ ანადგურებს, არამედ ცოცხალ ადამიანებს გლეჯს ნაფლეთებად.


11
სექტემბერს ორი დიამეტრალურად განსხვავებული შედეგი მოჰყვა: თანაგრძნობა ქვეყნის შიგნით და ულმობლობა მის ფარგლებს გარეთ.


 
სამი რამ ცვლის ჰორიზონტს: ღრუბლები, ტერაქტები და სავაჭრო მარკები.


შეუძლებელია თვითმფრინავს გეზი შეაცვლევინო ისე, თუ მასში ვერ შეაღწიე“ /99ფრანკი/


 
იქეცი იმად, რაც გძულს.


თუ ვინმეს უნდა მაქსიმალური ზარალის მიყენება მინიმალური ძალებით, ნიუ იორკი ამისთვის ზედგამოჭრილია.


ნანგრევები უბრალოდ კი არ უნდა იზიდავდეს ადამიანის თვალს, არამედ რაღაცას უნდა ახსენებდეს მას.


მასობრივი მკვლელობა ჭექა-ქუხილივით არ გრუხუნებს, მასობრივ მკვლელობას ორცხოილას ჩაკბეჩის ხმა აქვს, ანდა - ჩანჩქერის, ოღონდ წყლის მაგივრად ბეტონი რომ მოდიოდეს.


ლიბერალიზმს არაფერი აქვს საერთო მორალთან.

ამერიკის მთავარი პრობლემა ისაარომ ის თან მსოფლიოს პატრონია დათან ვეღარ პატრონობს მას.

საერთო ენასაერთო ვალუტა და არავითარი რელიგიააი მაშინ ვიქნებით ბედნიერები.



საფრანგეთში რევოლუცია ბევრად უფრო ადრე მოხდებოდა ყმებსრომ ტელევიზორები ჰქონოდათრომლის საშუალებითაცმეფეებისა და დედოფლების ცხოვრებას ნახავდნენ.


ბაბილონის გოდოლი გლობალიზაციის პირველი მცდელობა იყო.და თუ ჩვენ იმ მილიონობით ამერიკელის ლოგიკას გავიზიარებთ,რომლებსაც “დაბადების წიგნი” ყველაფრის საწყისად მიაჩნიათ,მაშინ უნდა ვივარაუდოთრომ ღმერთი გლობალიზაციის წინააღმდეგია.


ჰემინგუეის უნდა ვუმადლოდეთრომ მწერლობა კარგი საბაბიგახდა მარტო დალევისთვისგანსაკუთრებით კი მაშინროცამეგობარ გოგონასთან ხარ ნაჩხუბარი.
ტერორიზმი არავის ატერორებსიგი მხოლოდ თავისუფლებისსურვილს ამძაფრებს.


სათამაშოები ამერიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილიაყოველდღე Disney-   ან  Toys’ R Us-ისმაღაზია იხსნებაეს ის ადგილებიასადაც მშობლები სულ უფრო და უფრო მეტ ფულს ხარჯავენრათა დანაშაული გამოისყიდონ; სადაც ბავშვები საჩუქრებში ეფლობიანრათა რეალობას გაექცნენდა სადაც შვილები და მშობლები ერთმანეთს გაურბიან.


ევროპის კავშირი კოსოვოში დასამარდაროცა ამ კონფლიქტისდასარეგულირებლად ამერიკის ჩარევა გახდა საჭირო.


ჩვენი დროის მთავარი პრობლემა ის არისრომ ეკონომიკა გლობალურიაპოლიტიკა კიარა.


თაობას ქმნის ასაკობრივი კლასირომლის ჩამოყალიბებასა დაგანვითარებაზეც იმოქმედა ბოლო 20 წლის განმავლობაშიმომხდარმა ამა თუ იმ მნიშვნელოვანმა მოვლენამ.


ნუთუ კომფორტისსამომხმარებლო საზოგადოებისა დაფულის,როგორც ერთადერთი ხსნის რელიგია სამუდამოდდასამარდა 2001 წელს ნიუ-იორკში?


დემოკრატიაში ცხოვრების ერთადერთი უპირატესობა მისიკრიტიკის საშუალებაამხოლოდ ამით განსხვავდება იგიდიქტატურისაგან.


დემოკრატიამ მაშინაც კითუ მას უტევენემუქრებიან და აბუჩადიგდებენუნდა დაამტკიცოსრომ ნამდვილიაამისათის კიმხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობსყველას მისცეს მისიგაკრიტიკების უფლება.


საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ნანგრევები მიზიდავს. იმიტომ, რომ ადამიანს ყოველთვის თავისი მსგავსი მოსწონს.


უვარგისი მწერლებისთვის ბოროტება უფრო ძლიერი წყაროაშთაგონებისენერგიისდიაპაზონისა და მრავალფეროვნებისთვის,ვიდრესიკეთე


მართლაც, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი: დაიჭირო მანამ, სანამ ძირს დაენარცხება.
The catcher in the window.


 დასკვნა: ტყუპი ისე უნდა ყოფილიყო გაკეთებული, რომ თვითმფრონავის შეჯახებისთვის უნდა გაეძლო, ოღონდ თვითმფრინავი საწვავის გარეშე უნდა ყოფლიყო.




ფრედერიკ ბეგბედერი
Windows on the Worls


No comments: