Sunday, October 20, 2013

გრძელი ნათელი დღეები

რეკლამისა და პიარის კლანჭებში გავები და წავედი კინოში  "გრძელი ნათელი დღეების" სანახავად. როგორ არ უნდა მენახა:
როცა ფილმმა თითქმის ყველა კინოფესტივალზე გრანპრი აიღო,
როცა ევროპელმა კინოკრიტიკოსებმა საუკეთესო ნამუშევართა შორის დაასახელეს,
როცა ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის პროგრამაში აჩვენეს,
როცა პირველი ქართული ფილმია ოსკარისკენ მიმავალი,
როცა ქართველი მაყურებელი ამბობს რომ ყველა ქართველმა უნდა ნახოს ეს ფილმი.,
და კიდევ ბევრი "როცა"-ს შემდეგ წავედი რომ მენახა ახალი ქართული საოცრება. წავედი "ახლის" აღმოჩენის მუხტით, უნდა მენახა რაღაც, რაც აღმაფრთოვანებდა.
ველოდი საინტერსო სიუჟეტს, ემოციებით, ცრემლებით სავსეს. მაგრამ რა დამხვდა?
ფილმის ყურებისას საკუთარ თავს ვკითხე "რამ გააგიჟა ეს ხალხი? რა ნახეს აქ ახალი?"
პურის რიგები?
გინება?
საკუთარ სიბინძურეში ჩაფლული ბირჟავიკები?
მოტაცების სასტიკი ტრადიცია?
ქუჩაში მოკლული უდანაშაულო ადამიანი?
ოჯახური ძალადობა?
გენდერული უთანასწორობა?
უმოქმედო ადამიანები, რომლბსაც ხმის ამოღების ეშინიათ?
ქართველებისთვის გასაგებია ეს ყველაფერი, არაფერი ახალი, მხოლოდ წარსული, რომელსაც ხელოვნებაშიც ვიყენებთ. მაგრამ ეს ქართული ფილმი უცხოელებისთვს უფროა ვიდრე ჩვენთვის.
მომენტებში ძაან ყალბია სცენები, მაგრამ ყურებისას შევეჩვიე. მომნტებში კი არა თითქმის სულ. ემოცია აკლდა ფილმს, აშკარად აკლდა, ისეთი ცივი იყო ფილმი, როგორც ის იარაღი ლადომ რომ ნათიას აჩუქა. იარაღი ერთ-ერთი მთავარი "პერსონაჟია" ფილმში, მაგრამ ისევე ქრება როგორც ფილმის ერთადერთი ნათელი წერტილი - ლადო.



მოკლედ, ჩემი აზრი და ემოცია გამოვხატე, პრინციპში ემოცია თითქმის არც მქონია,  ალბათ 2 სცენა იყო შედარებით გულის ამაჩუყებელი, ისიც ეკას უემოციობით გამოწვეული, უფრო სწორად "შერეული" ემოციებით გამოწვეული, მაგრამ მთლად ცრემლებამდე ვერ მივედი, არ ვიცი ეს ვის დავაბრალო, რეჟისორებს თუ მსახიობებს თუ ჩემს თავს? მაგრამ უგულო და უგრძნობი არ ვარ, პირიქით ძალიან განვიცდი ხოლმე ფილმებისა თუ წიგნების პერსონაჟების ბედს... სამწუხაროა, რომ, არც ერთი დღე არ არის მთელი ფილმის მანძილზე გრძელი და ნათელი.
რაღაცებზე დაობენ, რაღაცებზე არა, მგონი ეს ფილმიც ისეთია რომ არ უნდა ვიდაოთ კარგია თუ ცუდი, ჩვენი წარსულია და როგორიცაა ვიცით, უცხოეთში ალბათ იმიტომაა ასეთი წარმატებული რომ  ჩვენთვის კარგად ნაცნობი და უკვე ყელში ამოსული მათთვის ძალიან უცხოა.
მთავარია 90იანებში არ დავრჩით და დღეს ეს საშინელი ტრადიციები და ჩევევები თითქმის აღარ არსებობს. მთავარია სიყვარულმა თუ არა, მეგობრობამ მაინც გაუძლო ამ სასტიკ ეპოქას.
იმის მიუხედავად რომ ფილმმა იმედები გამიცრუა, მაინც გირჩევთ რომ ნახოთ, უცხოელებისთვის გადაღებული ქართული ფილმი ბევრი ხომ არაა? თან გაიხსენებთ  90იანებს, ვიცი ამის გახსენებაც არავის უნდა, მაგრამ მაინც... ჰო, კიდევ, რეჟისორი ძაან ეცადა ორიგინალურად ეთქვა "მშვიდობით იარაღოო", მაგრამ როგორ გამოუვიდა თვითონ შეაფასეთ ...

No comments: