Monday, November 19, 2012

"მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დრო, იოლად მისაჩვევი, როგორც თამბაქო"

მიყვარს - მუსიკა;
ვოცნებობ - მშვიდობაზე;
ვფიქრობ - შვილებზე;
მძულს - ტყუილი;
ვნანობ - არაფერს;
კმაყოფილი ვარ - მუსიკით;
მენატრება - ცა;
მსურს - ბევრი რამ;
მაღიზიანებს - ბევრი რამ - ჟურნალისტების დაბალი კომპეტენცია;
ვგრძნობ - ყველაფერს;
მეშინია - არაფრის;
ვიცი - არაფერი;
არ ვიცი - არაფერი;
შემიძლია - ყველაფერი;
არ შემიძლია - ყველაფერი;
ვმეგობრობ - ყველასთან;
ვაპატიებ - თითქმის ყველაფერს - მართალ შემოქმედს ყველაფერს, "სიაფანდს" - არაფერს;
ვტირი - თითქმის არასოდეს;
ვიცინი - ყოველდღიურობაზე;
ვეძებ-სიმყუდროვეს;
ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ;
ვჩხუბობ- კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება;
ვკარგავ-დროს;
მშურს - არაფრის;
ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ;
ვემტერები - თაღლითებს;
მაინტერესებს-ყველაფერი;
არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება;
მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი;
მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ;
უარვყოფ - მარქსიზმს;
ვავადმყოფობ -იშვიათად;
ვმალავ - არაფერს;
ვინახავ - ფულს ბანკში;
მწამს - მუსიკის;
მიკვირს - ყველაფერი ახალი;
მიხარია - ის, რომ მამა ვარ;
ვჭორაობ - პოლიტიკაზე;
ვდარდობ - იშვიათად;
ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით;
ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს;
ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს;
მსიამოვნებს - ოჯახური სიმყუდროვე;
მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო;
ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას;
ვეწევი - სიგარეტ "კენტს";
მწყინს - როცა მატყუებენ;
ვხარჯავ - ენერგიას;
ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს;
ვკამათობ - გემოვნებაზე;
ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან;
ვუსმენ - მოცარტს;
ვყოყმანობ - იშვიათად;
ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე;
ვამზადებ - ყავას;
ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს;
ვკლავ - არავის;
ვაფუჭებ - არაფერს;
ვცხოვრობ - მშვიდად;
ვცემ - არავის;
ვყვირი - არასოდეს;
ვმღერი - ყოველთვის;
ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს;
დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად;
ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს;
ვერიდები;ალკოჰოლურ სასმელებს;
ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს;
ვიტყუები - არასდროს;
ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს;
ვგიჯდები - საკუთარ შვილებზე-  8 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე;
ვაგროვებ - საკუთარ გამოცდილებას;
ვიხდი - ყველაფერს;
ვეჭვიანობ - არაფერზე;
"ვკაიფობ" - ყველაფერზე;
ვიზიდავ - ყველას;
ვალამაზებ - ყველაფერს.

თქვენი მეფე !



“მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.”



     

ქართველი მუსიკოსი, პოეტი, გენიალური ადამიანი და უბრალოდ მეფე – ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც დღეს 51 წლის უნდა გამხდარიყო... სამწუხაროდ ვეღარ ვნებივრობთ მისი ახალი ალბომების მოსმენით, ახალი ლექსების კითხვით, მაგრამ რაც მან დაგვიტოვა ის ხომ მუდამ ცოცხალი, ემოციური, სულში ჩამწვდომი და არაჩვეულებრივი იქნება. ყოველთვის მოუსმენენ და იამაყებენ ქართველები, რომ არსებობდა მეფე, რომელიც უყვარდათ და ეყვარებათ, რომელიც ენატრებათ და დღეს მის "მენატრებას" უსმენენ, "აფრენენ" და "ქაღალდის გემით" მოგზაურობენ მის ხელოვნების სამყაროში.

,,ირაკლი ჩარკვიანს თავისუფლების იმდენად მძაფრი და მოჭარბებული მოთხოვნილება ჰქონდა, რომ ალბათ გადაწყვიტა კიდეც _ სიკვდილი, როგორც თავისუფლება, ისევე არჩევანია, როგორც სიცოცხლე.
 რა თქმა უნდა მეფესაც აქვს სიკვდილის უფლება, მაგრამ არა ასეთი სიკვდილის უფლება, რადგან როცა ქვეყანაში მეფე კვდება, ამ ქვეყანაში ვიღაცამ მაინც უნდა თქვას ხმამაღლა, დანარჩენების გასაგონად - გაუმარჯოს მეფეს!'' (დათო ტურაშვილი)




"ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა, ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს, ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან, ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო".

No comments: