Ketusya Livingston

მიყვარს - მთვარე, მზე, ზაფხული,ზღვა, მუსიკა, კითხვა, ბავშვები, შემოდგომა, ვარკვლავები, საინტერესო ადამიანები, სათვალეები, ყავა, მენთოლიანი კენტი, შოკოლადი...
არ მიყვარს - სიცივე
მოწამლული ვარ - ლედ ზეპელინით
შეყვარებული ვარ - დიკაპრიოზე
გამოშტერებული ვარ - ნოლანის ფილმებით
იმედგაცრუებული ვარ - გრძელი ნათელი დღეებით, ქართული ლოგოს ანატომიით და ამელი ნოტომით
გაფანატებული მაქვს - პინკ ფლოიდზე
აღფრთოვანებული ვარ - ბერჯესით, ორუელით და ჩაპლინით
ვფიქრობ - ძალიან ბევრს
მძულს - ქვეწარმავლები
მწყინს - ყველაფერი
ვნანობ - არაფერს
მაღიზინებს - "ქართველი ვაჟკაცი" ბაბულიკები
ვგრძნობ - ყველაფერს
მენატრება - ზაფხული
ვოცნებობ - კოსმოსში გაფრენაზე
კმაყოფილი ვარ - საკუთარი ცოდნით
უკმაყოფილო ვარ - უიღბლობით
მეშინია - იმედგაცრუების
ვიცი - საკუთარი თავის ფასი
კიდევ ვიცი - ეკონომიკის ათი პრინციპი
პოკერის თამაშიც ვიცი
შემიძლია - ვცადო ყველაფერი
არ შემიძლია - ხელი გადაგიწიოთ
ვმეგობრობ - ყველასთან, ვისაც ჩემთან მეგობრობა უნდა
ვპატიობ - როცა მიყვარს
მახსოვს - ყველაფერი
ვტირი - არც ისე ხშირად
ვიცინი - ვცდილობ რომ ხშირად გავიცინო
არ ვეწევი - ჯანსაღი ცხოვრების წესს
ვეწევი - არც ისე ბევრს
ვეძებ - სიმშვიდეს
ვჩხუბობ - როცა რაღაც ისე არაა როგორც უნდა იყოს
ვკარგავ - საყურეებს
მშურს - არავისი
ვემტერები - არავის
მაინტერესებს - ყველაფერი
არ მაინტერესებს - უნიჭო და უინტელექტო ადამიანების აზრი
მახსოვს - როგორ გადმოვვარდი სკეიტბორდიდან და როგორ დავიმტვრიე სხეულის მარცეხნა ნაწილი
მრცხვენია - რისი უნდა მრცხვენოდეს?
ვმალავ -  გრძნობებს
ვინახავ - ბავშვობის ტანსაცმელს
მწამს -  იმის, რასაც ვხედავ და ვგრძნობ
მიხარია - როცა რაღაც მიხარია
ვჭორაობ - ცოტას
ვდარდობ - ხშირად
ვამაყობ - წარმატებული მეგობრებით
ვაკეთებ - რასაც შვძლებ
არ ვაკეთებ - საჭმელს
მსიამოვნებს - ცურვა
მესიზმრება - შესაშური სიზმრები
ვხარჯავ -  ფულს
ვღალატბ - ხანდახან პრინციპებს (ერთხელ ვუღალატე)
ვკამათობ - გემოვნებაზე
არ მესმის - თქვენი არ მესმის ხანდახან
ვუხეშობ - ვინც იმსახურებს იმასთან
ვუყურებ - ეკრანს, ცას, ხალხს
ვაკვირდები - დეტალებს
ვკაიფობ - როკით
ვუსმენ - კარგ მუსიკას
ვყოყმანობ - ძალიან ხშირად
ვკითხულობ - ბევრს
ვკლავ - მწერებს
ვაფუჭებ - ბლოკნოტებს
ვცხოვრობ - მშვიდად
ვაგროვებ - ერთ თეთრიანებს (ორთეთრიანებსაც)
ვყვირი - არასდროს
დავდივარ - უნივერსიტეტში
ვსწავლობ - კარგად
ვავადმყოფობ - ზამთარში
ვერიდები - ალკოჰოლს
ცუდ ადამინებსაც ვერიდები
ვერ ვთოკავ - მოჭარბებულ ემოციებს
ვებრძვი - ოცნებებს
ვმკურნალობ - მოგონებებს
ვიტყუები - თითქმის არასდროს
ვეთაყვანები - ხელოვნებას და სილამაზეს
ვიზიდავ - ადამიანების ნაწილს
მიზიდავს - ადამინების ნაწილი
ვუარვყოფ - ყველაფერს, რაც განვითარებას აფერხებს
ვეჭვიანობ - მასზე, ვისზეც ეჭვიანობენ ხოლმე
ვგიჟდები - უმცროს ძმაზე
მინდა - სიმშვიდე
ვეძებ - ახალ ემოციებს
ვალამზებ - საკუთარ ცხოვრებას
ვცდილობ - ვიყო ისეთი როგორიც ვარ


მქვია - ქეთი სხვადასხვა ინტერპრეტაციით

No comments: