Saturday, December 13, 2014

მაესტროს ლოგოები



 
საქართველოში ხშირად ვხვდებით ლოგოების ცვლილების შემთხვევებს, როგორც ტელევიზიებში, ასევე სხვა ორგანიზაციებში. ტელეკომპანია  „მაესტროც“ ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ტელეკომპანიის რებრენდინგი ორჯერ განახორციელა. მაესტროს სამი ლოგოდან არცერთს არ აქვს კონკრეტული სიმბოლო, აქცენტი გაკეთებულია კომპანიის სახელწოდებაზე და ასო-ბგერა -ზე. პირველი ლოგო იმ პერიოდისაა, როცა ტელეკომპანია იყო მუსიკალური და გასართობი. მსგავსი შრიფტით დაწერილი სახელწოდება უხდებოდა იმ ხაზს, რომელსაც ტელევიზია მიყვებოდა, გართობა, მუსიკა, ენერგია, მხიარულება....  



მეორე ლოგო უფრო მკაცრია, მოუხდა იმ იმიჯს, რომელიც ტელევიზიამ მოირგო, საინფორმაციო, პოლიტიკური გადაცემების მქონე არხს ასეთი ლოგო უხდება, თუმცა ლოგო მექანიკური საათის ციფერბლატის ერთ-ერთი ციფრის შთაბეჭდილებასაც
ტოვებს. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ იცნო ტელეკომპანიის ლოგო და იკითხა რატომ აწერია მიკროფონზე სამიანიო, (ნეტა სამიანი რატომ ეგონა? ) ყოველთვის მაინტერესებდა რას ნიშნავდაო, ჟურნალისტმა კი აუხსნა, რომ ეს იყო ასო-ბგერა „მ“.
ბოლო ლოგო, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, არის უკეთესი ვიდრე წინა. აღსაქმელად მარტივია და იკითხება ტელეარხის სახელი. თუმცა  ცისფერი წრე არის ძალიან უბრალო და მისი დატვირთვის გაგება რთულია.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ლოგოს ფერის ცვლილება, პირველ ორ ლოგოში წითელი ფერი დომინირებდა, ახალი ლოგო ცისფერშია გადაწყვეტილი. ზოგისთვის ეს პოლიტიკურ ფერებთან  ასოცირდება.

ვფიქრობ, კარგი იქნებოდა რომ მაესტროს ლოგო ყოფილიყო რაიმე სიმბოლოთი გამოხატული, რომელიც გარკვეულწილად წარმოაჩენდა ტელეკომპანიის მისიასა და მიზნებს, ან უბრალოდ იქნებოდა ლამაზი, დახვეწილი და სასიამოვნო გრაფიკული ნიშანი, რომელსაც მაყურებელი ადვილად დაიმახსოვრებდა.

No comments: