Friday, June 14, 2013

ღია ფანჯარა

ერთ ბიჭს უყვარს გოგონა, მაგრამ ის სახლიდან ვერ გადის, ხეიბარია. ამიტომაც ამ გოგონასთან მისი ურთიერთობა „ხდება“ ფანჯრის საშუალებით. ბიჭი ყოველ დილას ფანჯრის სარკმლიდან „მიაცილებს“ მას სკოლამდე. გოგონაც ერთ მშვენიერ დღეს ბიჭს შენიშნავს... და მერე ისიც იმ ფანჯრისკენ აპარებს მზერას ყოველ დილით. ერთხელაც ფანჯარა ღია დახვდება მას და გულში საოცარ ტკივილს იგრძნობს. ასე გაგრძელდება დიდხანს, სანამ ფანჯრის შუშას ქარი არ ჩაამსხვრევს და ოთახიდან ჩაშავებული კედლები არ გამოჩნდება.
გოგონა ვერ მოითმენს და შევა იმ სახლში. კარები ღია დახვდება. მაგიდაზე კი წერილი, სადაც წერია:  „მე წავალ, რადგან არ შემიძლია დარჩენა. არ გეწყინოს, რომ ერთხელაც არ გამოვედი შენთან... მე წავალ და ღიას დატოვებ ფანჯარას, რომ ამომაკითხო... მიხვდე, რომ ამ ფანჯრიდან გაიპარა ჩემი სული შენს მოლოდინში...“
გოგონა ინვალიდის ეტლს დაინახავს და ყველაფერს მიხვდება. იმ წერილს გაუკეთებს მინაწერს: „მეც წავალ, რადგან აქ აღარ ხარ... აქ ვერ დავრჩები...  ჩემს ფანჯარასაც ღიას დავტოვებ, შემოდი როცა მოგენატრები... აუცილებლად მიხვდები, როდის იქნები ჩემს გვერდით.“ 


No comments: