Tuesday, January 29, 2013

ყავა და სიგარეტი


ერთხელ "რა? სად? როდის?" ახალგაზრდულ თამაშზე ვიყავი სკოლის გუნდთან ერთად და  გადავწყვიტეთ თუ კითხვას სწორად ვერ ვპასუხობდით წაგვეხულიგნა და სახუმარო პასუხი დაგვეწერა. გაიჟღერა კითხვამ:  ძველად სამხრეთ ამერიკაში ამაზე მკითხაობდნენო და ეს ორი რამ ძალიან უხდება ერთმანეთსო ....(სამწუხაროდ კითხვის ვერც ზუსტ ფორმულირებას ვიხსენებ და ვერც იმ ფუცელს ვპოულობ სადაც კითხვებს ვიწერდი, არადა აშკარად ბევრად უფრო საინტერესო კითხვა იყო) დაასახელეთ ეს ორი რამო. ვერ მოვიფიქრეთ და "ყავა და სიგარეტი" დავწერე პასუხების ფურცელზე. კაი ხანი ვღადაობდით ყავა და სიგარეტზე და ვიფიქრე ნუთუ რაიმე საინტერესო არ მოიპოვება ამ სათაურით–მეთქი და წავაწყდი ჯიმ ჯარმუშის ფილმს.


როდესაც ჯარმუშს ეკითხებიან როგორ ფილმებს იღებო პასუხობს– ეს ძირითადად სულელური კომედიებიაო. ზოგისთვის კი უბრალოდ "სულელური" ფილმები.  მართლა სულელური რომ არ გეგონოთ გეტყვით რომ აბსურდულ–მინიმალისტურმა შავ–თეთრმა კომედიამ, ყველასთვის მოულოდნელად, მსოფლიო აღიარება მოიპოვა:  კანის ფესტივალზე მას ოქროს კამერა მისცეს საუკეთესო დებიუტისთვის, მთავარი ჯილდოები დაიმსახურა სანდენსისა და ლოკარნოს კინოფესტივალებზეც, ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ კი, ჯარმუშის ექსპერიმენტი წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა.


  "კადრები ისეთი დაცარიელებულია, რომ ყოველ პატარა დეტალს შენიშნავ. პერიოდულ ჩაბნელებებს კი სემუელ ბეკეტის პაუზის ეფექტი აქვს: ისინი გვაიზულებს უფრო ყურადღებით ვუყუროთ, ისევე როგორც ბეკეტი, მეტი ყურადღებით მოსმენისკენ გვიბიძგებს" – წერდა "ნიუ იორკერის" კინოკრიტიკოსი, პაულინ კაელი ფილმის შესახებ.





სიუჟეტი მარტივია, "ყავა და სიგარეტი" 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმის კრებულია, რამდენიმე ადამიანი ერთად გროვდება და საუბრობს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ თემებზე, მიირთმევენ ყავას და ეწევიან სიგარეტს. დეკორაციაც ძალიან მარტივია, მაგიდა, ორი სკამი, ყავა და სიგარეტი ))

 


სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა ძნელად დასამუღამებელი ფილმია, ან დაამუღამებ და იტყვი "ვაა საღოლ, გაასწორა", ან იტყვი – "კიდევ ერთი იდიოტობა, რომლსაც კლასიკა ჰქვია", მოკლედ, თავიდან 5–6 ეპიზოდი გავქაჩე, დავიღალე და ყავა დავლიე, მაგრამ მერე მივუბრუნდი და გაასწორა, ისტორიებიც უფრო საინტერესო მეჩვენა და დიალოგებიც, ყავა და სიგარეტი, ფილმის მთავარი "პერსონაჟები", როგორც ალამაზებენ ცხოვრებას, ასევე ავადმყოფობამდეც მივყავართ . მოკლედ, თუ აპირებთ "ყავა და სიგარეტის" ყურებას ყავა ან სიგარეტი მოამზადეთ, ან ორივე ერთად, იმიტომ რომ უეჭველი მოგინდებათ)))) ხოლო ვინც ამ მავნე ჩვევებს ებრძვის აუცილებელი არაა ამ მინიმალისტურ–აბსურდულ შავ–თეთრ "კომედიას" უყუროს )))))







No comments: