Wednesday, May 7, 2014

არამექანიკური პოსტი

 არსებობენ ტიპები, კარგი ტიპები და ცუდი ტიპები, ალბათ ყველა თავისი კრიტერიუმების მიხედვით განასხვავებს ამ "ტიპებს" ერთმანეთისგან, მაგრამ კარგი ტიპები ცოტანი არიან სამწუხაროდ, ამიტომ ბევრი თუ არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გაგაცნოთ ერთი კარგი ტიპი, რომლისთვისაც ალბათ ბევრჯერ უთქვამთ რომ ძაან ცუდი ტიპია, მაგრამ არაპირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა.))

გაინტერესებთ ალბათ ვისზე ვსაუბრობ, ვისზე გადავწყვიტე დამეწერა ისეთი პოსტი, როგორიც არასდროს არ დამიწერია... მაგრამ რატომაც არა, ვცდი  და ვნახოთ რა გამოვა. თუმცა ანონიმურობა უნდა დავიცვა, (მო)თხოვნაა ასეთი, თუმცა არამგონია ეს (მო)თხოვნა დავიცვა ))

თავიდან დავიწყებ, ანუ როგორ გავიცანი ეს "კარგი ტიპი" და პირველი შთაბეჭდილება როგორი დამრჩა. (როგორი ინტერესით დაიწყებს ახლა კითხვას :) ) მოკლედ, გავიცანი ჩვეულებრივ, ლექციაზე, არა სემინარზე, უფრო სწორად სემინარზე ვნახე პირველად და "რაღაცნაირი" შთაბეჭდილება დატოვა. რა იგულისხმება "რაღაცნაირში" ვეცდები აგიხსნათ. ესე იგი, ამ ადამიანმა ლაპარაკის დაწყებისთანავე მიიქცია ყურადღება. განსხვავებული ხმის ტემბრი, ინტონაცია და ლაპარაკის მანერა ეგრევე დააფიქსირა ყურმა და თითქოს არ მოეწონა, მაგრამ მაინც ყურადღებით დაიწყო მოსმენა. რამდენიმე წინადადებაში ამბიციურობა, კრეატიულობა, ორიგინალურობა, გამოცდილება, ცხოვრებისეული ინტერესები, ჰობი, სამომავლო გეგმები ისე საინტერესოდ იყო შეზავებული და შერწყმული, რომ აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ მისი საუბარი. ვერ ვიტყვი რომ ეს ტიპი ძალიან მომეწონა და მის მიმართ ეგრევე დადებითად განვეწყვე, რა თქმა უნდა არც უარყოფითად განვეწყვე, და ალბათ სწორად ეს იგულისხმება "რაღაცნაირ" შთაბეჭდილებაში. ასე იყო თუ ისე, მალევე FACEBOOK-ზე ერთ-ერთ ჯგუფში სწორედ ეს ადამინი "შემომეჩეხა"  და ზედმეტი ფიქრის გარეშე მეგობრებში დავამატე, მანაც დამამატა და ასე გავიცანით ერთმანეთი.  მალევე მოგვიწია ერთობლივი საქმისა და სამუშაოს დაწყება საერთო მიზნებისთვის. (რა პოლიტიკური განაცხადივით გამომივიდა, არადა უბრალოდ ჯგუფურ დავალებებს ვგულისხმობ :დ ) მოკლედ, ეს "რაღაცნაირი" შთბეჭდილება მალევე შეიცვალა ძალიან დადებითი და კარგი შთაბეჭდილებით. ერთი შეხედვით ამბიციური, მკაცრი, სერიოზული ადამიანი აღმოჩნდა (როგორც ერთხელ თვითონ თქვა) ძალიან "ბუნჩულა", მხიარული, მეგობრული, ყურადღებიანი, ბავშვური... (კი ვუთხარი ბავშვად არ გთვლი მეთქი, მაგრამ ერთადერთი 20 წლის ბავშვია, ვისაც ვიცნობ) :დ მოკლედ მასთან ვერ მოიწყენ, ისაუბრებ ყველაფერზე, გააკეთებ ყველაფერს, ითამაშებ ყველაფერს... რა თქმა უნდა წააგებ, მაგრამ თუ ცოტას "იჩალიჩებ" მოუგებ. არადა მეგობრებისთვის სახალისო სიტუაციების გაჩალიჩებაში მგონი უკონკურენტოა, ერთხელ ჩემდაუნებურად მეც გამრია ასეთ შარში და უნივერსიტეტის წინ სახალხო ჩხუბი მომაწყობინა. კი არ გვიჩხუბია, დავდგით უბრალოდ, თანაც საკმაოდ ეფექტურად.
არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი საოცარი ცნობისმოყვარეობა, იმდენი ინფორმაცია "გამომძალა" რომ ჩემზე დოსიეს შედგენა თავისუფლად შეუძლია. რატომ უყვები თუ არ გინდა ინფორმაციის გაცემაო მეტყვით, მაგრამ თუ გადაწყვიტა რამე გათქმევინოს, მორჩა, ნებისმიერი გზით ინფორმაცია მისია. ))
ერთხელ პატარა ბლიც ინტერვიუს მსგავსი საუბარი გვქონდა და ცოტა რაღაც ინფორმაცია მეც "გამოვძალე". ბარემ ბლიც საუბარს პირდაპირ დავწერ:

-გოგო რო ყოფილიყავი როგორი იქნებოდი?
-კახპა :დ არა ვიხუმრე, ალბათ ჩვეულებრივი გოგო ვიქნებოდი, არაფრით გამორჩეული. არ მიფიქრია ამაზე.

-რითი ხარ სვებისგან განსხვავებული?
-სხვებისგან ალბათ უფრო მეტი კრეატიულობით გამოვირჩევი და ფოკუსების გაკეთება ვიცი.

-სიყვარულია როცა... (როგორც ამბობს არასდროს ჰყვარებია, მაგრამ სიყვარული რა არის იცის რატომღაც))))
-როცა მის გარეშე გატარებული დრო ტანჯვაა.

-აღმერთებ
-დედას

-წარსულში რას შეცვლიდი რომ შეგეძლოს?
-ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ფეხბურთისთვის თავი არ დამენებებინა.

-როგორი წარმოგიდგენია ღმერთი?
-ადრე, ბავშვობაში მეგონა რომ ღმერთი ოთახში იყო, ფარდა სადაც კიდია იქვე, მაგრამ ახლა მხცოვანი პიროვნება წარმომიდგენია, დიდრონი სახით და მეტყველი თვალებით.

-აფანატებ...
-ქერა სლავ გოგოებზე <3

-შენზე  გავლენა შეუძლია მოახდინოს....
-არაფერს საერთოდ

-არასოდეს...
-ვიტყვი არასოდეს.



მისი მეგობრები ალბათ ძალიან ამაყები და ბედნიერები არიან ასეთი მეგობარი რომ ყავთ, წარმატებული, ჭკვიანი, კრეატიული... მეც მიხარია ასეთი ადამიანი რომ გავიცანი. საერთოდ, ძალიან ვამაყობ წარმატებული მეგობრებით და ყოველთვის ძალიან მიხარია მათი წარმატება. ასე რომ,  ჩემი საამაყო მეგობრების სიას კიდევ ერთი ძალიან კარგი ტიპის სახელი მიემატა. ისეთის, ვისგანაც ნებით თუ უნებლიედ ბევრ კარგ რამეს ისწავლი, (თუმცა, არა მარტო კარგს :დ)  რომელიც უბრალოდ დაებითი და პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავს და გაგრძნობინებს, რომ "შეუძლებელი არაფერია, მთავარია სურვილი, მონდომება და ისევ სურვილი".