Monday, July 1, 2013

ეკონომიკის მე9 პრინციპი


-შეგიძლიათ sms გამაშვებინოთ?
-კი შემიძლია. ვპასუხობ ვიღაც უცნობ ტიპს და ვაწვდი ტელეფონს.
-ძმაკაცს მივწერე და თუ პასუხი მოგწერა აქვე ვიქნები.
-კარგი. ვპასუხობ უინტერესოდ.
-მოდი ანი წავიდეთ რა..
-კაი წამო, ... რომ მოგწერონ?
-დაიკიდე.
-სიმპათიური ბიჭია.
-დაიკიდე-მეთქი, იქნებ დებილია.
-ვსიო, დაასკვენი როგორც გჩვევია. რატომ იცი წინასწარ ყველაფრის გადახაზვა.
-კარგი რა... წამო.
10 წუთის შემდეგ მოდის მესიჯი, "უკვე მოვედი, შენ სად ხარ?"
-რა მივწერო?
-მოდი ვეღადაოთ.
 მთავაზობს ანიიი
-კაი რა, არ გეზარება?
-მიდი რაა...
-ხო კაი, "5 წუთის წინ ლიგამუსში ვიყავი, ახლა არ ვიცი". მივწერე
-ჰაჰააა, ძაან მაგარია, მაგრამ ახლა რო მოგვწეროს "შიგ ხო არ გაქვსო?" რა ვუპასუხოთ?.
-დაიკიდე, არ მოგვწერს მაგას. აიი მომწერა "მეღადავები?"
-"არა მართლა" მივწერე, კაი რა მეზარება... მივწერ ახლა რომ ვიღაცამ მისწერა ამ ნომრიდან და ცოტა ხნის წინ ეგ ვიღაცა ლიგამუსში იყო
- ვაბშე არ იცი რა აყოლა...
-ჰო რა, არ ვარ მაგის ხასიათზე..
-კაი წავედი და საღამოს გელოდები ჩემთან არ დაგავიწყდეს ჩემი დის დაბადების დღეა.
- ჰო მახსოვს, მოვალ აუცილებლად.
საღამომდე წინ მთელი შუადღე იყო და რა მეკეთებინა ვერ მოვიფიქრე.. ვერსადაც ვერ გავიდოდი ისე ცხელოდა, როგორც ზაფხულს ახასიათებს ხოლმე თბილისში... გადავწყვიტე ისევ ლიგამუსში დავმჯდარიყავი და ბეგბედერის ფურცელამოხეული "ფანჯრები მსოფლიოზე" ჩამემთავრებინა... დაახლოებით 9:26 თავზე ვიყავი რომ ვიღაც ლურჯბენსიმონებიანი მეკითხება:
-რა საგანია?
-საგანი არ არის, ჩვეულებრივი წიგნია.
-ლიტერატურა გიყვარს? მეკითხება და ჩემს წინ ჯდება
-კი ძალიან.
-მეც მიყვარს ლიტერატურა.
- კარგია.
-ჰოო. მოგწონს ბეგბედერი?
 -ადვილად იკითხება, მომწონს, მაგრამ გრძნობებზე თამაშობს.
"იცით რა, მე აქ ვკითხულობ და თქვენ ხელს მიშლით", მინდა ვუთხრა, მაგრამ არ ვეუბნები.
-სიყვარული გრძელდება 3 წელი?
-ერთი წელი ავეჯის ყიდულობენ, მეორე წელი ალაგებენ, მესამე წელი იყოფენ.
-ეთანხმები?
-არა.
-არც მე.
"სიყვარული გრძელდება სამი წელი" ბეგბედერის ნაწარმოებია, როგორც ჩანს , რაღაცებში ერკვევა.
-რამდენჯერმე გნახე აქ, უფრო სწორად ახლა მესამეჯერ.
-ვა, რამდენჯერ გინახივარ, მე არ მახსოვხარ
-ხო, ეგეც საკმარისი იყო.
-რისთვის?
-იმისთვის რომ მომწონებოდი.
-აა, ნუთუ ?
-ჰო, ძალიან მომწონხარ და რამდენიმე წუთში შემიყვარდები
-საოცარია
სითავხედემ უკვე გამაბრაზა, მაგრამ სხვა პასუხი ვერ მოვიფიქრე. თუმცა ირონია არ დამიკლია.
-ჰო, რაა დასამალი. აი უკვე შემიყვარდი.
-და შენ ხომ არც მიცნობ, არც მე გიცნობ, იქნებ მანიაკიი ხარ, ან მე ვარ იქნებ მანიაკი. შეგიყვარდი არა იხვიი
-ჰაჰაჰაა, ამაზე მაგრად გამეცინა. მანიაკი, + იხვი
-ჰო, რა იცი რა ხდება, ისეთი დროა მოსული...
-კარგიი, გინდა ვითამაშოთ?.
 თემას გადაუხვია
-რა?
-მუსიკა გეყვარება.
-კი,  ძალიან.
-ხოდა მე დავიწყებ სიმღერას, რამე ცნობილს და შენ გააგრძელე ტექსტი, ზუსტად ოღონდ.
-კარგი.
-Ain't no sunshine when she's gone....
-it's not warm when she's awway...
-ain't no sunshine when she's gone...
-any time she goes away....
-შენ ხო არ წახვალ?
-არა, ჯერ არ წავალ, ამ სიცხეში მეზარება.
-კარგია. არც მე არ ვაპირებ არსად წასვლას.
-ანუ ვრჩებით.
- ჰოო... ისე შენს ფეხსაცმელებს დავაკვირდი, რა ულტრათანამედროვე ბასანოჩკები გაცვია.
მეუბნება და თან გულიანად იცინის
-ეღადავე შენს თავს.
-არა, მართლა გეუბნები, იცი რას გავს? ძველი რომაელების ფეხსაცმელებს.
-გერმანიიდანაა და ნუ ღადაობ, ძალიან მიყვარს ეს ფეხსაცმელები. ამ სიცხეში ბენსიმონებს ნაღდად ჯობია.
ისე რომაელებზე გამეცინა, მართლა ძველი მეომრების ფეხსაცმელებს გავს რომ დაუკვირდე.
-ბენსიმონებს რას უწუნებ?
-არაფერს, მეც მიყვარს ბესიკები.
-"ბესიკები", მოფერებითი სახელიც შეარქვი? ბესიკი, ბესო : დდ ჰაჰაა
-ჰო, მერე რა.
-არაფერი.
-რა გიყვარს ყველაზე ძაან?
-მთვარე.
-რაა? რა მთვარე, მთვარე რა პონტში გიყვარს?
-"ცუკუმუ იცი?" მთვარის ცქერით ტკბობას ნიშნავს იაპონურად, ძაან მიყვარს მთვარის ყურება..
- რო დაუკვირდე რა საკაიფო სახელია "ცუკუმუ"
-ჰო, ძაან, ეგრე ბევრი სიტყვაა სასაცილო რო დაუკვირდე
-მაგალითად?
-მაგალითად "დაკრობა", "ყური", "ვიცი".... რავიი, ბევრი..
-ყურს რას ერჩი?
-რავი არაფერს, რღაცნაირია.
-შეიძლება.
-შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად.
-მე ვარსკვლავები
-მართლა თუ მთვარის პონტში მეუბნები?
-არა მართლა.
-აბა მაშინ რატომ დამცინე მთვარეზე?
-უცებ უცნაურად მეჩვენა, თან ცუკუმეზუ მაგრად ვიღადავე, მაგრამ რო დავფიქრდი მართლა შეიძლება ეგეთი რაღაცები გიყვარდეს და არც იცოდე, აი მე ვგიჟდები ვარსკვლავების ყურებაზე. და სანამ შენ არ მითხარი რომ მთვარე გიყვარს არც ვიტყოდი არასდროს, დაჟე არც მომაფიქრდებოდა.
-რა სწრაფად დაფიქრებულხარ.
-ჰო, შენ ზოგადად ბევრ რამეზე დამაფიქრე.
-ამდენი როდის მოვასწარი?
-რატო ხარ დროზე გადაყოლილი, არ შეიძლება რაღაც რაც ზოგადად 1 წელში ხდება ან 1 თვეში, ან 1 საათში, 1 წუთში მოხდეს?
-რავი, არამგონია.
- მე მგონია, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები.
იმის მაგივრად რომ უკვე უნდა მივდიოდე, ვუსმენ და ველაპარაკები ვიღაც უცნობს, რომელიც უკვე საათზე მეტია ჩემს დაკერვას ცდილობს თუ რას ცდილობს ვერ ვხვდები, მაგრამ  მეც ვერ ვხვდები მე თვითონ რატომ ვერ ვხვდები და რატომ ვაძლევ ამდენის უფლებას
-ახლა არ მითხრა ჩემი 18 წლიანი გამოცდილებიდანო. :დ
 -არა, უკვე 19 წლიანი :))
-აჰაა.
-შეყვარებული გყავს?
მშვენივრად იცის რომ არ მყავს, რომ მყავდეს ამდენ დროს არც დავუთმობდი, მაგრამ "არა"ს მოსმენა უნდა აშკარად და მეც ვპასუხობ
-არა, შენ?
-მე რავიი, შენ თუ დაბროს მომცემ....
-ოჰოოო,  რა პირდაპირობაა
-ხო გითხარი უკვე ერთხელ, შემიყვარდიმეთქი
ისეთი ტონით მითხრა ლამის თავი დამნაშევედ ვიგრძენი.
-მერე ეს კარგია თუ ცუდი?
-რატო უნდა იყოს ცუდი.
-იქნებ კარგი არ იყოს.
-არა, კარგია, შენც შეგიყვარდები ერთ 10 წუთში.
-ჰაჰაა, რა დარწმუნებული ხარ. იქნებ სხვა მიყვარს
-კაი რა, ახლა რასაც ამბობ, მაგის ხო შენ თვითონაც არ გჯერა.
- ახალი ფანი გამომიჩნდა
-ახალი?
-ხო, აბა ძველი?
-ერთდერთი
-სხვა ფანებს ნუ მიჩაგრავ
-არავითარი სხვა.
-რა იყო, ვერ გავიგე, მიმითვისე?
-ჰო, ეგრე გამოდის. ცოლად გამომყვები?
-იცი, არ მცალია.
იუმორი ხანდახან ერთადერთი გამოსავალია, როცა პასუხს ვერ პოულობ, ან როცა პოულობ, მაგრამ არ გინდა ამ პასუხის გაცემა, იმის თქმა არ მინდა, რომ დადებითი პასუხის გაცემა მინდოდა, რა სისულელეა, ეგრეც არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ უხეშად არ მინდოდა მეპასუხა. რატომ ეგ არ ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც ჯობია არ დავუფიქრდე და ამიტომ როცა არ ვუფიქრდები იგივეა რაც "არვიცი" აუუ, როგორ ვხლართავ ყველაფერს...
-ააა, თუ არ გცალია მაშინ....
-ჰო, არ მცალია, ხო გესმის ჩემი, შენც ამ დღეში ხარ ალბათ ამ ფინალურების გადამკიდე...
-ჰო, მეც ამ დღეში ვარ, მაგრამ კრედიტები მაქვს და შემიძლია არ გავიდე გამოცდებზე
-ჰო, მეც, მაგრამ 65-70 ქულებით სემესტრის დახურვა მიტყდება, 100ები მინდა, ან 95ები :დ
-ვაახ, შენ რა ამბიციური ყოფილხარ.
-ჰო, ძალიან
-მოგაჭამდი ახლა მაგ ცხვირს ეგრე დარწმუნებული რო ხარ
-ჩემ ცხვირს რას ერჩი?
-არაფერს, ლამაზია, ოპერაცია გაქვს ხო გაკეთებელი?
-ჰო, არავის შეუმჩნევია.
-კარგადაა გაკეთებული.
-ჰო, უცხოეთში გავიკეთე და იმიტომ.
-ახლა შენი ჭკუით მატყუებ?
-ჰო რა.
-ყავა გინდა? აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე
-ჰო, დავლევ, ბარემ ვერანდაზე გავიდეთ და სიგარეტსაც მოვწევ.
-კარგია ხო სიგარეტები?
-ჰო,
-ზოგჯერ მეგობრებსაც ჯობია?
-ჰო, ზოგჯერ, ნერვები რომ მოშლილი მაქვს უფრო არ მიშლიან.
-რემარკიც გიყვარს?
-ჩემი ფავორიტია.
- "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა"
-სიყვარულისა არა, სიცოცხლისა
-რამ გაყო ეგ ორი, სიცოცხლე=სიყვარულს.
-პრინციპში ხო.
კიდევ რამდენიმე საათი ვიჯექით ასე ვერანდაზე და ცაზე გამოჩენილ ვარსკვლავებს ვუყურებდით. მთვარე არ ჩანდა. სიჩუმე მე დავარღვიე
-დღეს შენ უფრო გაგიმართლა.
-ჰო, დღეს მე ძალიან გამიმართლა.
-ნამდვილად, იმდენი ვარსკვლავია რომ არც კი იცი რომელს უყურო. მთვარე დღეს სამწუხაროდ არ ჩანს.
-აა, მე სხვა რამე ვიგულისხმე.... ანუ დღეს ცუკუმუს ვერ განახორციელებ?  :დ
-ვერა
-ძაან საყვარელი ხარ.
-მადლობა
-მეც ხო საყვარელი ვარ, მითხარი რომ სიმპათიური ვარ
-კი, კი ხარ, ზედმეტად :დ
-მაინც ხო გათქმევინე.
-არ იცი რომ ორი "კი" "არა"-ს ნიშნავს?
-აუუ კარგი რაა, რა მწარე ენა გაქვს ასეთ ტკბილ გოგოს.
-რა იცი რომ ტკბილი ვარ, იქნებ წიწაკასავით მწარე ვარ.
-არა, შანსი არაა. იმენა მარწყვი ხარ დაშაქრული :დ დილით რა გაგიხარდებოდა ყველაზზე ძაან?
-რაფაელო
-რა იყო, ბელერინა ხარ?
-რა შუაშია
-რავი, რეკლამის პონტში.
-მშვენიერი რეკლამაა
-მოდი კიდევ ვითამაშოთ რამე, ოღონდ ახლა კოცნაზე... კაი არ გამიჭედო, ჩახუტებაზე.
-ბოლოჯერ
-კარგი, აბა მითხარი ეკონომიკის მე9 პრინციპი
-ფასები იზრდება როცა მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
-არა, ეგ მერვეა.
-ააა, ხო
"სად ჯანდაბაში ხარ?" მესიჯი მოვიდა და გამახსენდა რომ სულ დამვიწყებია ანისთან რომ უნდა მივსულიყავი ლიკუნას დაბადების დღეზე.
-იცი მე უნდა წავიდე, უფრო სწორად უნდა გავიქცე.
-ხომ თქვი რომ არ წახვიდოდი?
-ხო, მაგრამ კინაღამ დამავიწყდა, მეგობართან უნდა ვყოფილიყავი 2 საათის წინ.
-სასიამოვნო იყო შენთან ყოფნა.
-ჩემთვისაც.
-რაღაც დაგავიწყდა
-რა?
-ჩახუუტება წააგე
-აა კარგიი.
ისე ძაან ჩამეხუტა ლამის ძვლები დამიმტვრია, მაგრამ მაინც მინდოდა ეს კონკრეტული წამი გაჩერებულიყო.
-ხო მართლა რა გქვია? კარგ დროს გამახსენდა სახელი რომ უნდა მეკითხა.
-ლევანი
აქეთ არ მკითხა. იცოდა ალბათ
-კარგი, კარგად.
-ერთმანეთის ნომრები გვაქვს, შეგიძლია დამირეკო, ან მე რომ დაგირეკავ მიპასუხო.
-კარგი. წავედი.

ანისთან არაფერი მითქვამს, ჩემს ფიქრებაში ვიყავი გართული და ლამის ლიკუნასთვის საჩუქრის ჩუქებაც დამავიწყდა, არადა რამდენი ხანი ვფიქრობდი სამაჯური მეყიდა თუ სათვალე, სათვალე გადავწყვიტე, და სწორადაც გადავწყვიტე, ლურჯ-შავი ქლაბმასტერები ძალიან მოუხდა.

სახლში გვიან დავბრუნდი და პირდაპირ ლოგინისკენ გავქანდი, აღარც კი მახსოვს როგორ და როდის ჩამეძინა. დილით მაგიდაზე ყვავილები და უამრავი რაფაელო დამხვდა ბარათიც იყო - "ეკონომიკის მე9 პრინციპი - ფასები იზრდება როცა მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს. ვიცი რომ იცი მე9 პრინციპი და ისიც ვიცი რომ შენც ძალიან გინდოდა ჩემი ჩახუტება და ამიტომ დამეთანხმე რომ ეგ მე8 იყო და არა მე9.))"







http://meqanikuri.blogspot.com/2013/01/blog-post_29.html