ფრანც კაფკა რეჟისორად რომ დაბადებულიყო ის აუცილებლად კრისტოფერ ნოლანი იქნებოდა.
როცა კრისტოფერ ნოლანის ეს 3 წუთიანი ფილმი ვნახე მაშინვე კაფკას "მეტამორფოზა" გამახსენდა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კაფკა წაკითხული არ მქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მართლა წავიკითხე "მეტამორფოზა", დავრწმუნდი, რომ ეს ფილმი ნამდვილად Kafkaesque ჟანრის ერთ-ერთი შედევრია.
"ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშნელ მწერად ქცეულიყო."
სწორედ ასე იწყება "მეტამორფოზა", ჩვეულებრივი კლერკი ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც მისთვის სულაც არ აღმოჩნდა მშვენიერი საშინელ მწერად გარდაიქმნა და სწორად ამ წუთიდან გარდაიქმნა მისი ადამიანური ცხოვრება არაადამიანურ ცხოვრებად. გრეგორი ვეღარ მუშაობს, ვეღარ ჭამს, ვეღარ მოძრაობს და ყველაზე მთვარი - ის აღარაა ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
თითქოს არავის აინტერესებს რატომ დაემართა გრეგორის ეს? როგორ დაემართა? როგორ აიხსნება ეს ფიზიკური მეტამორფოზა? მოთხრობაში ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიპოვით, არც არის საჭირო ვიპოვოთ, ეს ხომ აბსურდია, მაგრამ აბსურდი ყველაზე რთული გასაგებია.
გრეგორი საშინელ სულიერ ტკივილს განიცდის, იმედგაცრუებას, სირცხვილს, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ერთხელაც გამოჯანმრთელდება და ისევ გახდება ოჯახის მარჩენალი. თუმცა ასე არ ხდება. პირიქით, ჩნდება ადამიანური მანკიერებების მთელი კასკადი, ოჯახის წევრებს შორის იღვიძებს უსაზღვრო გულგრილობა, სისასტიკე, ზიზღი. ისინი ცდილობენ დამალონ ეს ტრაგედია და მალავენ გეგორისაც, იმის მაგივრად რომ მხარში დაუდგნენ ყოფილ ადამიანს, მის სიკვდილს ნატრობენ. გერგორისაც უჭირს საკუთარი იდენტობის გააზრება, მწერსა და ადამიანს შორისაა დაკარგული.
საბოლოოდ გრეგორი კვდება და მოთხრობა (un) happy end- ით მთავრდება.
მეტამორფოზამ დიდი გავლენა მოახდონა მე-20 საუკუნის მწერლობაზე. დიდი სევდა და სიბრალული გამოიწვია მკითხველში და შეძლო, ნაწილობრივ მაინც გაეღვიძებინა იმ დროისთვის მიძინებული ადამიანობა. თუმცა არც დღესაა ადამიანობა ფხიზლად, ამიტომ პლაჟზე კაფკასთან და ხსნად კაფკასთან ერთად აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ფრანც კაფკას.
ერთ მშვენიერ დღეს პირველი უსინათლო გზაჯვარედინზე დაბრმავდა და ეს დღე სულაც არ აღმოჩნდა მისთვის მშვენიერი. ის პირველი იყო რომელსაც თეთრი ბინდი გადაეკრა თვალებზე, რაც მალე მთელ ქალაქს გადაედო. უცნობი ეპიდემიის მსხევრპლი ადამიანები სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში განათავსეს, სადაც დაიწყო ის, რაც ადამაინს ყველაზე მეტად არ უხდება - სისასტიკე.
თვითგადარჩენის ინსტინქტმა, ამპარტავნებამ, მოპოვებულმა ძალაუფლებამ ადამიანთა დიდი ნაწილი სულიერად გათელა, "გააცხოველა", საზიზღარ არსებად აქცია. გაქრა მორალური პრინციპები, სიყვარული, თანადგომა, ნდობა და ამ სრულ ანარქიას ერთი წყვილი თვალი ადევნებდა თვალს, ის თვალები რომლებიც გვიყვებიან წიგნის სიუჟეტს, გადმოგვცემენ იმ ტკივილს, რასაც განიცდიან უსინათლოები და ერთადერთი თვალხილული, რომლისთვისაც საშინლად რთულია ამ ყველაფრის ყურება.
ჩემთვისაც საშინლად რთული იყო ამ ყველაფრის წაკითხვა, დიდი ხანია წიგნს ასე არ ჩავუთრევივარ, ისეთი წიგნია ბოლო გვერდის დასრულებისას ტაში რომ უნდა შემოჰკრა.
სარამაგუს რაც შეეხება საინტერესო მწერალია, წერს გაწელილი და რთული წინადადებებით, არეული სასვენი ნიშნებით, დიალოგები არასდროსაა გამოყოფილი, არც კითხვის ნიშნები არსებობს. არც სახელები, დიახ, არც სახელები, არც ერთ პერსონაჟს არ აქვს სახელი, მაგრამ მათი ერთმანეთისგან გარჩევა არ არის რთული. პერსონაჟთა უსახელბას ჰარუკი მურაკამთან მივეჩვიე და დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის ეს ფაქტი, პირიქით, უკეთესიცაა როცა ყველა პერსონაჟს მისთვის დამახასითებელი ეპითეტით მოიხსენიებ: თვალის ექიმი, ექიმის ცოლი, პირველი უსინათლო, პირველი უსინათლოს ცოლი, შავსათვალიანი ქალიშვილი, ელამი ბიჭუნა, შავსახვევიანი მოხუცი. სწორედ ესენი არიან მთავარი პერსონაჟები, რომლებიც 4 წლის შემდეგ "დანახვაშიც" ჩნდებიან. ("დანახვა" "სიბრმავის" გაგრძელებაა, სადაც ადამიანები აღარ იხსენებს წარსულს, თუმცა ვეღარ ცხოვრობენ ძველებურად და იწყება უცნაური დაპირისპირება "ბრმებსა" და "მხედველებს" შორის.)
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ "სიბრმავე" აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. იმიტომ მაინც უნდა წაიკითხოთ, რომ ჟოზე სარამაგუ დიდი მწერალია, პირველი პორტუგალიელი ნობელიანტი, რომელმაც სამართლიანად დაამარცხა 1998 წელს მთავარი კონკურენტი - ოთარ ჭილაძე.
კინაღამ დამავიწყდა, ამ წიგნზე ფილმიც გადაიღეს, მაგრამ ასეთი ფილმის გადაღებას ჰქონდა თუ არა აზრი ეს უკვე თავად განსაჯეთ.
"ნათქვამია, სიბრმავე არ არსებობს, მხოლოდ ბრმები არსებობენო, თუმცა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის სწორედ იმას, რომ ბრმები არ არსებობენ, მხოლოდ სხვადასხვა სახის სიბრმავე არსებობს"
დიდი ხანი ვიფიქრე და ბოლოს ვიპოვე საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ამ ფილმზე
თუნდაც რამდენიმე წინანდადება დამეწერა. უნდა ვაღიარო, პირველივე სიტყვიდან მთელი სხეული და გონება დაძაბული მაქვს. + ამას, ვუსმენ კლინტ მანსელის არაჩვეულებრივ საუნდტერკს, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ჩემს შეგრძნებებს.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვარ ასეთი დაძაბული და რატომ არის ეს ფილმი ჩემთვის ამდენად მნიშვნელოვანი. ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ, მაგრამ მე ხომ გრძელი შესავლები მახასიათებს...
2011 წელს, როცა მე11 კლასში ვიყავი, კლასელები ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე სხვადასხვა თემებზე, დავსხდებოდით ბოლო რგში და გაკვეთილების ნაცვლად ვსაუბრობდით კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, ფეხბურთზე, ბილიარდზე და ათასნაირ რამეზე. მაშინ ჯერ კიდევ საკუთარ თავს ვეძებდით, ვიყალიბებდით გემოვნებას, ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს, აზრებს და ასე შემდეგ... (პრინციპში ახლაც ასეა, მაგრამ ეს პროცესი სკოლის ერთ-ერთ კარგ მოგონებად დარჩა). ერთხელ, როცა ფილმებზე ვსაუბრობდით, ერთმა კლასელმა ბიჭმა გვითხა: ""რექვიემი ოცნებაზე" ჩემი საყვარელი ფილმია, პირველად რომ ვუყურე ეგრევე მეორედ ჩავრთე, მერე მესამედ... ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, ჩემს ცხოვრებას ჰგავს ბევრი რაღაცით და როცა ცუდად ვარ, სულ ამას ვუყურებ. და საერთოდ, თუ გინდათ თქვათ, რომ კინოში ერკვევით და კინო გევასებათ ეს ფილმი უეჭველი ნანახი უნდა გქონდეთ-ო". ისეთი შთაბეჭდილებით ყვებოდა და ისე გვთხოვდა რომ მალე გვეყურებინა, რომ ინტერესი ერთი-ორად გაგვეზარდა. ყურების მიზანი არამხოლოდ ფილმის მიმართ ინტერესი, არამედ ჩვენი მეგობრის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის "დამუშავებაც" იყო, (ყველაფერს დეტალურად აღარ მოვყვები, არ მინდა ამ პოსტით ვინმეს რამე გავახსენო და ვიღაცები გავაღიზიანო) მოკლედ, ამ ფილმისთვის სამეგობროს "სხვანაირად" უნდა გვეყურებინა, ეს იყო (ჩემთვის ყოველშემთხვევაში) პირველი მცდელობა კრიტიკული და ანალიტიკური (მაშინ ამ სიტყვებით არ ვიტყოდი) თვალით მენახა და შემესწავლა ფილმი.
სანამ ფილმს ჩავუჯექი, ზემოთდალინკული და სავარაუდოდ თქვენს მიერ უკვე ჩართული საოცარი საუნდტრეკი მოვისმინე, მელოდიაში უკვე იგრძნობოდა ის დიდი ტრაგიზმი, რაც მერე მთელს ფილმში განვითარდა. აქვე დავამატებ, რომ ერთმა სულსწრაფმა მეგობარმა მგონი სახლში მისვლისთანავე უყურა და საღამოს, როცა მეგობრებს შეგვხვდა შთაბეჭდილებები მოკლედ გაგვიზიარა, გამოხატა აზრი მკაცრად და უხეშად - "ეს რა საშინელებაა, რამხელა ტრაგედიაა, ბოლოს ყველა მოკვდაო". შინაარსი არ მოუყოლია, თავისი ამბებით იყო გატაცებული და ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა, მაგრამ ბოლოს ყველა მოკვდა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. იმავე ღამეს ჩავუჯექი ფილმს დიდი ინტერესით და ასეთივე ინტერესით ვუყურებდი ბოლო წუთამდე. ახლა ვფიქრობ რა ვთქვა, სად მოვძებნო ის სიტყვები, რომლებიც მინდა ერთმანეთთან დავაკავშირო და აზრი გამოვთქვა... როგორღაც უნდა მოვახერხო, პოსტს ხომ არ მივატოვებ შუა გზაზე...
უბრალოდ ეს იყო შოკი (!) რომელიც ყოველთვის მახსენებს თავს, როცა თუნდაც ფილმის სახელი გამახსენდება. მახსოვს, საბანშემოფარებული ვიჯექი სიბნელეში და ადამიანების ტანჯვას ვუყურებდი, ორჯერ მეტი ცრემლი დავღვარე ვიდრე ტიტანიკის ყურებისას. (რა შუაშია ტიტანიკი, მაგრამ მეგონა რომ ტიტანიკის შემდეგ მთელი გულით ვერც ერთი ფილმი ვერ ამატირებდა) 2 საათზე მეტი ვუყურებდი მძიმე ფსიქოლოგიურ დრამას და თან ვფიქრობდი ჩემს მეგობარზე, რომელმაც ფილმით მოახერხა ჩვენი ინფორმირება თავისი პრობლემის შესახებ, მაგრამ პირველ ეტაპზე ჩვენ ამას ვერ მივხვდით, უფრო სწორად "არ" მივხვდით... არ გვინდოდა ამის დაჯერება.
ესაა ფილმი ნარკომანების ცხოვრებაზე, მათი ოცნების დამსხვრევაზე, დედაშვილურ ურთიერთობაზე, გაუბედურებულ სიცოცხლეზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიამოვნებაზე, ტანჯვაზე ...
ყველაფერზე !
ესაა საუკეთესო და სერიოზული ანტინარკოტიკული პროპაგანდის ფილმი, ყველაზე აზრიანი მათ შორის, რაც კი ოდესმე მინახავს.
ვნახე მხოლოდ ერთხელ და
არასდროს აღარ ვუყურებ მეორედ,
არასდროს აღარ მინდა განვიცადო იგივე, რაც ერთხელ განვიცადე.
არასდროს არ დავასახელებ ამ ფილმს ჩემს საყვარელ ფილმებში, იმის მიუხედავად რომ ერთ-ერთი უძლიერესია ამ ჟანრში.
არასდროს ვურჩევ ხოლმე მეგობრებს ამ ფილმის ყურებას. არ მინდა ვინმე "დავგრუზო".
არასდროს თქვა არასდროსო და ბარემ სიმართლეც ნათქვამი იყოს...
მინდა, რომ ყველამ იცოდეს, ყველამ ნახოს, ყველამ გაიაზროს ის დიდი პრობლემა, რომელზეც ფილმშა საუბარი...
მინდა, რომ სკოლებში აჩვენონ ბავშვებს ეს ფილმი და ფსიქოლოგებმა აუხსნან ფილმში არსებული პრობლემები რეალობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ
მინდა, რომ ბავშვებმა ადრეულ ასაკშივე იცოდნენ როგორები არ უნდა "გაიზარდონ"...
მინდა რომ ჩემმა მეგობარმა მაპატიოს ეს პოსტი.
მინდა რომ ადამიანები ასეთი ფილმის ყურებისას დედის გინებით არ ტოვებდნენ დარბაზს ფილმის დაწყებიდან 10 წუთში.
ბანალურად ჟღერს, მაგრამ მინდა, ძალიან მინდა, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, არ იტანჯებოდნენ, არ "ინგრეოდნენ" იმის გამო, რის გამოც ფილმში ინგრევიან...
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ამბობენ ქართველები, მაგრამ დარენ არანოვსკის ფილმებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება სახიფათო რამეა, უნდა უფრთხილდე მას თორემ ისევე შეუძლია დაგამსხვრიოს, როგორც თვითონ იმსხვრევა, ან როგორც ჩვენ ვამსხვრევთ ხოლმე მას .
ვერავინ ვერ გადაიღებდა ამ ფილმს ისე სწორად, როგორც არანოვსკიმ გადაიღო, სხვები ვერ ითამაშებდნენ ისე კარგად, როგორც ჯარედ ლეტო, ჯენიფერ ქონელი, ქრისტოფერ მაკდონალდსი, ელენ ბერსტინი...
ვერავინ ვერ შეიგრძნობდა ამ ფილმს ისე, როგორც მე და ჩემმა მეგობრებმა შევიგრძენით თავის დროზე. (ასაკისა და ბევრი სხვადასხვა გარემოების გამო)
და ბოლოს, ჩემი სულსწრაფი მეგობრის ნათქვამი, ბოლოს ყველა მოკვდაო, არ აღმოჩნდა სიმართლე.... არავინ მომკვდარა, მაგრამ ამ ფილმში სიკვდილი ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სიცოცხლე.
სიკვდილი არ არის საშიში, საშიში არასაკმარისი სიცოცხლეა.
მინიმალიზმი ხელოვნების ერთ-ერთი შედარებით ახალი და საინტერესო მიმდინარეობაა, 60იანი წლების ამერიკაში წარმოიშვა და თავიდან უკავშირდებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მოვლენების გამოხატვაას. ეს არის მიმდინარეობა ძირითადად ვიზუალურ ხელოვნებაში და უბრალოებაზეა დამყარებული.
დღეს მინიმალიზმი ხშირად გამოიყენება ინტერიერის დიზაინში, საკმაოდ პოპულარულია მინიმალისტური პოსტერები, რომლებზეც შევაჩერებ ყურადღებას და ვეცდები რამდენიმე პოსტში გავაერთიანო ჩემთვის საინტერესო და საყვარელი ფილმებისა და წიგნების პოსტერები.
1. "მექანიკური ფორთოხალი" - ეს ნაწარმოები რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ამას ალბათ ბლოგის სახელიდან და ამ პოსტიდანაც მიხვდებოდით, მაგრამ მინიმალიზმის სამყაროში ამ წიგნისა და ეკრანიზაციის საოცრად მარტივი, კარგი და ეფექტური პოსტერები არსებობს.
2. "მემენტო" - აღფრთოვანებას ნოლანის ფილმებით არასდროს არ ვმალავ, მისი დამსახურებაა, რომ არსებობს ისეთი ფილმები როგორიცაა "დასაწყისი", "პრესტიჟი", "ბნელი რაინდი"... მემენტოც ერთ-ერთი შესანიშნავი ფსიქოლოგიური თრილერია. საინტერესო და უცნაურია ისიც, რომ ფილმი ორ ნაწილადაა დაყოფილი, უფრო სწორად ამბის თხრობაა ორ ნაწილად დაყოფილი, ერთი ამბავი უკუღმა მიმდინარეობს ფერებში, მეორე კი ქრონოლოგიურადაა დალაგებული შავ-თეთრში, როცა ეს ორი ამბავი ერთიანდება, მაშინ ირკვევა ყველაფერი. თუ დაიბენით უნდა უყუროთ.))
3. "პრესტიჟი" -ისევ კრისტოფერ ნოლანი და მისი საოცარი ფილმი ფოკუსებითა და ილუზიონისტი პერსონაჟებით. ესაა ფილმი ორ მეგობარ ილუზიონისტზე, რომლებიც ერთმანეთის მტრები ხდებიან და ისაკუთრებენ როგორც ერთმანეთის ფოკუსებს, ასევე ქალებსაც. პოსტერებს რაც შეეხება, ყველაზე მინიმალისტურები შევარჩიე.
4. "დასაწყისი" - ბარემ ცალკე პოსტი გამეკეთებინა კრისტოფერ ნოლანზე და მის შემოქმედებაზე. უბრალოდ დაიწყეთ დასაწყისის ყურება, და რომ დამთავრდება ისევ თავიდან დაიწყეთ )))
5. "მებრძლთა კლუბი" - ამ კლუბის პირველი წესია- არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბისშესახებ. მეც არაფერს ვიტყვი. წაიკითხეთ ჩაკ პალანიკის წიგნი, უყურეთ ფინჩერის ფილმს და ისიმოვნეთ ბრეტ პიტისა და ედვარდ ნორტონის შესრულებით. ჰელენა დამავიწყდა, ამ ფილმის შემდეგ თქვენც ალბათ მარლას დაუძახებთ.
6. "გაქცევა შოუშენკიდან" - მგონი ეს ფილმი პირველი უნდა დამეწერა, მსოფლიო რეიტინგით პირველია და ალბათ ასეც უნდა იყოს. ესაა ნებისყოფისა და იმედის არსებობის მაგალითი, რომელიც აუცილებლად შეცვლის ადამიანის ცხოვრებას, მიუხედავად შოუშენკის ციხეში მისჯილი სამუდამო პატიმრობისა.
7. "ფორესტ გამპი"- ფილმი, სადაც ცხოვრებას შეხვდებით! პოსტერებიც ფილმივით მრავალფეროვანია.
8. "დამიჭირე თუ შეგიძლია" - ყველა ფილმი მიყვარს სადაც დიკაპრიოს ვნახავ. ექიმად, ადვოკატად, პილოტად მუშაობა უკვე მოასწრო ტყუილების ოსტატმა ფრენკმა, თან 21 წლამდე. დაიჭრეს თუ არა მისტერ ტომ ჰენკსი ცრუპენტელა დიკაპრიოს ნახავთ ფილმის ბოლოს.)))
9. "ნათება" - ო ეს დიადი სტენლი კუბრიკი, იცის რა თავისი საქმე. თან ჯეკ ნიკოლსონი.... რა ვთქვა კიდევ როცა კუბრიკს+ნიკოლსონი=ვარსკვლავურ ნათებას.
10. "მაკულატურა" - სამი ისტორია ტარანტინოს ბნელ, კრიმინალურ კომედიაში, სამივე ერთი პიროვნების, კრიმინალური ბანდის მეთაურის გარშემო და სამივე ერთად სინთეზში უმა თურმანთან, ჯონ ტრავოლტასთან, სამუელ ელ ჯეკსონთან და თვით კვენტინ ტარანტინოსთან ერთად.
გაგრძელება იქნება, მალე კიდევ 10 ფილმის მინიმალისტურ პოსტერებს შემოგთავაზებთ ))))
http://meqanikuri.blogspot.com/2013/01/blog-post_29.html
რეკლამისა და პიარის კლანჭებში გავები და წავედი კინოში "გრძელი ნათელი დღეების" სანახავად. როგორ არ უნდა მენახა:
როცა ფილმმა თითქმის ყველა კინოფესტივალზე გრანპრი აიღო,
როცა ევროპელმა კინოკრიტიკოსებმა საუკეთესო ნამუშევართა შორის დაასახელეს,
როცა ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის პროგრამაში აჩვენეს,
როცა პირველი ქართული ფილმია ოსკარისკენ მიმავალი,
როცა ქართველი მაყურებელი ამბობს რომ ყველა ქართველმა უნდა ნახოს ეს ფილმი.,
და კიდევ ბევრი "როცა"-ს შემდეგ წავედი რომ მენახა ახალი ქართული საოცრება. წავედი "ახლის" აღმოჩენის მუხტით, უნდა მენახა რაღაც, რაც აღმაფრთოვანებდა.
ველოდი საინტერსო სიუჟეტს, ემოციებით, ცრემლებით სავსეს. მაგრამ რა დამხვდა?
ფილმის ყურებისას საკუთარ თავს ვკითხე "რამ გააგიჟა ეს ხალხი? რა ნახეს აქ ახალი?"
პურის რიგები?
გინება?
საკუთარ სიბინძურეში ჩაფლული ბირჟავიკები?
მოტაცების სასტიკი ტრადიცია?
ქუჩაში მოკლული უდანაშაულო ადამიანი?
ოჯახური ძალადობა?
გენდერული უთანასწორობა?
უმოქმედო ადამიანები, რომლბსაც ხმის ამოღების ეშინიათ?
ქართველებისთვის გასაგებია ეს ყველაფერი, არაფერი ახალი, მხოლოდ წარსული, რომელსაც ხელოვნებაშიც ვიყენებთ. მაგრამ ეს ქართული ფილმი უცხოელებისთვს უფროა ვიდრე ჩვენთვის.
მომენტებში ძაან ყალბია სცენები, მაგრამ ყურებისას შევეჩვიე. მომნტებში კი არა თითქმის სულ. ემოცია აკლდა ფილმს, აშკარად აკლდა, ისეთი ცივი იყო ფილმი, როგორც ის იარაღი ლადომ რომ ნათიას აჩუქა. იარაღი ერთ-ერთი მთავარი "პერსონაჟია" ფილმში, მაგრამ ისევე ქრება როგორც ფილმის ერთადერთი ნათელი წერტილი - ლადო.
მოკლედ, ჩემი აზრი და ემოცია გამოვხატე, პრინციპში ემოცია თითქმის არც მქონია, ალბათ 2 სცენა იყო შედარებით გულის ამაჩუყებელი, ისიც ეკას უემოციობით გამოწვეული, უფრო სწორად "შერეული" ემოციებით გამოწვეული, მაგრამ მთლად ცრემლებამდე ვერ მივედი, არ ვიცი ეს ვის დავაბრალო, რეჟისორებს თუ მსახიობებს თუ ჩემს თავს? მაგრამ უგულო და უგრძნობი არ ვარ, პირიქით ძალიან განვიცდი ხოლმე ფილმებისა თუ წიგნების პერსონაჟების ბედს... სამწუხაროა, რომ, არც ერთი დღე არ არის მთელი ფილმის მანძილზე გრძელი და ნათელი.
რაღაცებზე დაობენ, რაღაცებზე არა, მგონი ეს ფილმიც ისეთია რომ არ უნდა ვიდაოთ კარგია თუ ცუდი, ჩვენი წარსულია და როგორიცაა ვიცით, უცხოეთში ალბათ იმიტომაა ასეთი წარმატებული რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი და უკვე ყელში ამოსული მათთვის ძალიან უცხოა.
მთავარია 90იანებში არ დავრჩით და დღეს ეს საშინელი ტრადიციები და ჩევევები თითქმის აღარ არსებობს. მთავარია სიყვარულმა თუ არა, მეგობრობამ მაინც გაუძლო ამ სასტიკ ეპოქას.
იმის მიუხედავად რომ ფილმმა იმედები გამიცრუა, მაინც გირჩევთ რომ ნახოთ, უცხოელებისთვის გადაღებული ქართული ფილმი ბევრი ხომ არაა? თან გაიხსენებთ 90იანებს, ვიცი ამის გახსენებაც არავის უნდა, მაგრამ მაინც... ჰო, კიდევ, რეჟისორი ძაან ეცადა ორიგინალურად ეთქვა "მშვიდობით იარაღოო", მაგრამ როგორ გამოუვიდა თვითონ შეაფასეთ ...
ენტონი ბერჯესის მომცრო რომანი „მექანიკური ფორთოხალი“–
ერთი სადისტი მელომანის ამბავია, რომელიც არანაკლებ სადისტური მეცნიერულ ექსპერიმენტის
მსხვერპლი ხდება.
ალეკსი საოცარი პერსონაჟია, მის მიმართ ნაწარმოების
სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გრძნობა გეუფლება. ჯერ ბოროტებას უწუნებ, რა თქმა უნდა
დაუწუნებ, ის ხომ თავის ბანდასთან ერთად კლავს, ძარცვავს, აუპატიურებს, იპარავს, ურტყამს...
მოკლედ სინანულს ელი მისგან, აღიარებას და აღსარებას.... თუმცა არც ერთი სიტყვა ამაზე.
მის გამოსწორებაზე ოცნებობ, მაგრამ მალევე ისეთი გენატრება, როგორიც პირველად გაიცანი,
როგორის შეცვლასაც ოცნებობდი.
პირველ ნაწილში ალეკსის და მისი ბანდის ღამის ცხოვრებაა
აღწერილი, მათი სადისტური თავგადასავლები, რომელიც მკითხველს არწმუნებს, რომ ალეკსი
ბოროტებით „გაჟღენთილი“ ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც არ გტოვებს იმედი, მისი გამოსწორების,
თუნდაც კლასიკური მუსიკის სიყვარული, ალეკსის მუსიკისადმი სიყავარული მართლაც განსხვავებულია,
თითქოს მხოლოდ ეს გვაძლევს იმის იმედს რომ ალეკსი გამოსწორდება, მოინანიებს ...
მთელ ტექსტს მე9 სიმფონიაგასდევს,
როგორც ალეკსი იტყოდა ხოლმე დიადი მე9. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ „მექანიკური ფოროხალი“
გეტყვით, რომ კლასიკური მუსიკის ფონზე, განსაკუთრებით კი მე9ს ფონზე მისი კითხვა ბევრად
უფრო ეფექტურია – მუსიკასავით იცველბა ემოციები.
მეორე ნაწილი ციხეში გრძელდება.
ამ ნაწილში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მოძღვარი კაპელანია
ლოთი და კარიერისტი მღვდელი, (ბერჯესის გმირები არ არიან „დადებითები“,მწერალი, თავის იდეებს ყოველთვის ასეთ გმირებში
ფანტავს ხოლმე, ალბათ ესეც ლიტერატურული ფანდია) თუმცა ალეკსი უსმენს მას და სახარებასაც
კითხულობს, წირვებსაც კი აფორმებს მუსიკალურად....
ერთხელ ალეკსმა სიტყვა გადაუკრა კაპელანს ლუდოვიკოს
მეთოდის შესახებ, ეს სწორედ ის მეთოდია რომლითაც ადამიანის ქვეცნობიერს შეცვლიან,
ბოროტ არსებას ლამის ფრთიან ანგელოზად რომ აქცევენ. კაპელანი არ იყო ამ მეთოდის მომხრე „იმიტომ,რომ ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ
გააუმჯობესებ. კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება
თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!“.
ალეკსი დათანხმდა ექსპერიმენტზე.
„რთულზე
რთული ზნეობრივი საკითხია, ამბობს კაპელანი – კარგს ამაში ვერაფერს ვხედავ : ძალად კეთილი გაგხადონ– არ იქნება ეს ადვილი
ასატანი საქმე. ადვილი კი არა, გაუსაძლისი იქნება... განა რა სურს ღმერთს ჩვენგან?
ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნებ ვინც
შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან,
ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყუნებენ?“
ჰა, ვშვებით რამეს? კი, მესამე ნაწილში ვიწყებთალეკსის მკურნალობას, გაკეთილშობილებას, „როცა ბოროტების ყოველგვარი გამოვლინება, თუნდაც
რომ ფიქრად გავლებული, წამსვე უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და ამისთვის არავითარი
ინექციები აღარ იქნება საჭირო, აი მაშინ ჩავთვლით საქმეს მოგვარებულადო“, ეუბნება
ექიმი და ალეკსსაც აინტერესებს, სულ ესე დასაქოქი ფორთოხალივით უნდა იაროს სხვის ჭკუაზე?
მოკლედ აქ ხდება რაც ხდება, ალეკსი უგრძნობი გახადეს, არავითარი რეაქცია ბოროტებაზე, ქმედებაზე ლაპარაკიც ზედმეტია... მუსიკა შეაძულეს, მე9ს გაგონებაც არ სურდა(ამაზე ყველაზე მეტად დამწყდა გული, "ყველა თავის სიყვარულს კლავსო" და მუსიკაც მოაკვლევინეს).
თან ეს ექსპერიმენტი წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად გამოიყენეს. აი როგორზრუნავს სისტემა ახალგაზრდებზე!! (კიდევ ერთი მიზეზი,
რატომ უნდა გძლდეს პოლიტიკა)
ლუდოვიკოდან „ჯამრთელად“ გამოსული ალეკსი საკუთარ სახლშიც
ვეღარ რჩება, მისი ოთახი გაქირავებულია და მისი ნივთები გამქრალი, მშობლებს ვერ აჯერებს
რომ ბოროტების ჩადენა უბრალოდ აღარ შეუძლია... (აქ მეცოდება ალეკსი ყველაზე მეტად.)
სახლიდან წამოსულს კი ძველი მეგობრები, უფრო სწორად ერთი მისი ძმაკაცი, ბნელო და თავისი
„სასტავის“ მტერი სასტიკად სცემენ, ბიჭები უკვე პოლიციელები გამხდარან.
საბოლოოდ ალეკსი
იმ მწერლის სახლში აღმოჩნდება რომელსაც ერთხელ ღამით შეუვარდა და „მექანიკური ფორთოხლის“
ფურცლები დაუხია, ცოლს „შეურაცხყოფა“ მოაყენა და მოკლედ რა.... ოღონდ მაშინ ნიღბით
იყო. ახლა კი სისტემის მხსვერპლი, საცოდავი ბიჭია.
“ყოველგვარი სასჯელი
ჩადენილი დანაშაულის საზღაური უნდა იყოს შენ კი ათმაგად გაზღვევინეს პიროვნების მაგივრად
რაღაც უნებო არსებად გაქციეს და საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნია,” ვითომ
ეხმარება, სინამდვილეში ისიც თავისი ინტერესებისთვის იყენებს.
სისტემის ოპოზიცია. (ისევ პოლიტიკა).
ალეკსს ლამის თავს აკვლევინებენ, მალე არჩევნებია და
იმის დამტკიცება უნდათ რა საშინელია სისტემა, როგორ აუბედურებს ახალგაზრდებს, როგორ
იქექებიან სხვის ქვეცნობიერში. ახლა ალეკსი „სხვა სისტემის“ მსხვერპლი ხდება. მოკლედ
ყველა თავისთვის იყენებს ალეკსის ჯერ სადისტურშემდეგ „გასათნოებულ“ ზნეობას. მართლა რა საცოდავია, ისევ მეცოდება...
საბოლოოდ მაინც ღმერთისგან მონიჭებული ბოროტება იმარჯვებსიძულებით არჩეულ სიკეთეზე.
მეც ამოვისუნთქე
და ბეგბედერი გამახსენდა როცა თქვა „ჯობია იყო უკანასკნელი ახვარი,მაგრამ
თავისუფალი, ვიდრე პატიოსანი მონა.“ ამ შემთხვევაში სიკეთის მონა. როცა ისევ წარმოთქვა ალეკსმა "დიადი მე9", ისევ ამოვისუნთქე.
კაპელანი
მართალი აღმოჩნდა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა.
ალეკსი გამოჯანმრეთელდა
არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო კუბრიკის ფილმი იგივე
სახელწოდებით, რომელმაც რომანის პოპულარიზაციაზეც იმოქმედა, ფილმი ერთი–ერთში წიგნია,
კითხვისას ყოველი სცენა თვალწინაა... საუკეთესო ეკრანიზაცია !
ერთხელ "რა? სად? როდის?" ახალგაზრდულ თამაშზე ვიყავი სკოლის გუნდთან ერთად და გადავწყვიტეთ თუ კითხვას სწორად ვერ ვპასუხობდით წაგვეხულიგნა და სახუმარო პასუხი დაგვეწერა. გაიჟღერა კითხვამ: ძველად სამხრეთ ამერიკაში ამაზე მკითხაობდნენო და ეს ორი რამ ძალიან უხდება ერთმანეთსო ....(სამწუხაროდ კითხვის ვერც ზუსტ ფორმულირებას ვიხსენებ და ვერც იმ ფუცელს ვპოულობ სადაც კითხვებს ვიწერდი, არადა აშკარად ბევრად უფრო საინტერესო კითხვა იყო) დაასახელეთ ეს ორი რამო. ვერ მოვიფიქრეთ და "ყავა და სიგარეტი" დავწერე პასუხების ფურცელზე. კაი ხანი ვღადაობდით ყავა და სიგარეტზე და ვიფიქრე ნუთუ რაიმე საინტერესო არ მოიპოვება ამ სათაურით–მეთქი და წავაწყდი ჯიმ ჯარმუშის ფილმს.
როდესაც ჯარმუშს ეკითხებიან როგორ ფილმებს იღებო პასუხობს– ეს ძირითადად სულელური კომედიებიაო. ზოგისთვის კი უბრალოდ "სულელური" ფილმები. მართლა სულელური რომ არ გეგონოთ გეტყვით რომ აბსურდულ–მინიმალისტურმა შავ–თეთრმა კომედიამ, ყველასთვის მოულოდნელად, მსოფლიო აღიარება მოიპოვა: კანის ფესტივალზე მას ოქროს კამერა მისცეს საუკეთესო დებიუტისთვის, მთავარი ჯილდოები დაიმსახურა სანდენსისა და ლოკარნოს კინოფესტივალებზეც, ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ კი, ჯარმუშის ექსპერიმენტი წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა.
"კადრები ისეთი დაცარიელებულია, რომ ყოველ პატარა დეტალს შენიშნავ. პერიოდულ ჩაბნელებებს კი სემუელ ბეკეტის პაუზის ეფექტი აქვს: ისინი გვაიზულებს უფრო ყურადღებით ვუყუროთ, ისევე როგორც ბეკეტი, მეტი ყურადღებით მოსმენისკენ გვიბიძგებს" – წერდა "ნიუ იორკერის" კინოკრიტიკოსი, პაულინ კაელი ფილმის შესახებ.
სიუჟეტი მარტივია, "ყავა და სიგარეტი" 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმის კრებულია, რამდენიმე ადამიანი ერთად გროვდება და საუბრობს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ თემებზე, მიირთმევენ ყავას და ეწევიან სიგარეტს. დეკორაციაც ძალიან მარტივია, მაგიდა, ორი სკამი, ყავა და სიგარეტი ))
სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა ძნელად დასამუღამებელი ფილმია, ან დაამუღამებ და იტყვი "ვაა საღოლ, გაასწორა", ან იტყვი – "კიდევ ერთი იდიოტობა, რომლსაც კლასიკა ჰქვია", მოკლედ, თავიდან 5–6 ეპიზოდი გავქაჩე, დავიღალე და ყავა დავლიე, მაგრამ მერე მივუბრუნდი და გაასწორა, ისტორიებიც უფრო საინტერესო მეჩვენა და დიალოგებიც, ყავა და სიგარეტი, ფილმის მთავარი "პერსონაჟები", როგორც ალამაზებენ ცხოვრებას, ასევე ავადმყოფობამდეც მივყავართ . მოკლედ, თუ აპირებთ "ყავა და სიგარეტის" ყურებას ყავა ან სიგარეტი მოამზადეთ, ან ორივე ერთად, იმიტომ რომ უეჭველი მოგინდებათ)))) ხოლო ვინც ამ მავნე ჩვევებს ებრძვის აუცილებელი არაა ამ მინიმალისტურ–აბსურდულ შავ–თეთრ "კომედიას" უყუროს )))))