Friday, December 27, 2013

მინიმალიზმი (ნაწილი I)

მინიმალიზმი ხელოვნების ერთ-ერთი შედარებით ახალი და საინტერესო მიმდინარეობაა, 60იანი წლების ამერიკაში წარმოიშვა და თავიდან უკავშირდებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მოვლენების გამოხატვაას. ეს არის მიმდინარეობა ძირითადად ვიზუალურ ხელოვნებაში და უბრალოებაზეა დამყარებული.
დღეს მინიმალიზმი ხშირად გამოიყენება ინტერიერის დიზაინში, საკმაოდ პოპულარულია მინიმალისტური პოსტერები, რომლებზეც შევაჩერებ ყურადღებას და ვეცდები რამდენიმე პოსტში გავაერთიანო ჩემთვის საინტერესო და საყვარელი ფილმებისა და წიგნების პოსტერები.

1. "მექანიკური ფორთოხალი" - ეს ნაწარმოები რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ამას ალბათ ბლოგის სახელიდან და ამ პოსტიდანაც მიხვდებოდით, მაგრამ მინიმალიზმის სამყაროში ამ წიგნისა და ეკრანიზაციის საოცრად მარტივი, კარგი და ეფექტური პოსტერები არსებობს.





 2. "მემენტო" - აღფრთოვანებას ნოლანის ფილმებით არასდროს არ ვმალავ, მისი დამსახურებაა, რომ არსებობს ისეთი ფილმები როგორიცაა "დასაწყისი", "პრესტიჟი", "ბნელი რაინდი"... მემენტოც ერთ-ერთი შესანიშნავი ფსიქოლოგიური თრილერია. საინტერესო და უცნაურია ისიც, რომ ფილმი ორ ნაწილადაა დაყოფილი, უფრო სწორად ამბის თხრობაა ორ ნაწილად დაყოფილი, ერთი ამბავი უკუღმა მიმდინარეობს ფერებში, მეორე კი ქრონოლოგიურადაა დალაგებული შავ-თეთრში, როცა ეს ორი ამბავი ერთიანდება, მაშინ ირკვევა ყველაფერი. თუ დაიბენით უნდა უყუროთ.))


 3. "პრესტიჟი" -ისევ კრისტოფერ ნოლანი და მისი საოცარი ფილმი ფოკუსებითა და ილუზიონისტი პერსონაჟებით. ესაა ფილმი ორ მეგობარ ილუზიონისტზე, რომლებიც ერთმანეთის მტრები ხდებიან და ისაკუთრებენ როგორც ერთმანეთის ფოკუსებს, ასევე ქალებსაც. პოსტერებს რაც შეეხება, ყველაზე მინიმალისტურები შევარჩიე.


4. "დასაწყისი" - ბარემ ცალკე პოსტი გამეკეთებინა კრისტოფერ ნოლანზე და მის შემოქმედებაზე. უბრალოდ დაიწყეთ დასაწყისის ყურება, და რომ დამთავრდება ისევ თავიდან დაიწყეთ )))



5. "მებრძლთა კლუბი" - ამ კლუბის პირველი წესია- არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბის შესახებ. მეც არაფერს ვიტყვი. წაიკითხეთ ჩაკ პალანიკის წიგნი, უყურეთ ფინჩერის ფილმს და ისიმოვნეთ ბრეტ პიტისა და ედვარდ ნორტონის შესრულებით. ჰელენა დამავიწყდა, ამ ფილმის შემდეგ თქვენც ალბათ მარლას დაუძახებთ.




 6. "გაქცევა შოუშენკიდან" - მგონი ეს ფილმი პირველი უნდა დამეწერა, მსოფლიო რეიტინგით პირველია და ალბათ ასეც უნდა იყოს. ესაა ნებისყოფისა და იმედის არსებობის მაგალითი, რომელიც აუცილებლად შეცვლის ადამიანის ცხოვრებას, მიუხედავად შოუშენკის ციხეში მისჯილი სამუდამო პატიმრობისა.



7. "ფორესტ გამპი"- ფილმი, სადაც ცხოვრებას შეხვდებით! პოსტერებიც ფილმივით მრავალფეროვანია.


8. "დამიჭირე თუ შეგიძლია" - ყველა ფილმი მიყვარს სადაც დიკაპრიოს ვნახავ. ექიმად, ადვოკატად, პილოტად მუშაობა უკვე მოასწრო ტყუილების ოსტატმა ფრენკმა, თან 21 წლამდე. დაიჭრეს თუ არა მისტერ ტომ ჰენკსი ცრუპენტელა დიკაპრიოს ნახავთ ფილმის ბოლოს.)))


9. "ნათება" - ო ეს დიადი სტენლი კუბრიკი, იცის რა თავისი საქმე. თან ჯეკ ნიკოლსონი.... რა ვთქვა კიდევ როცა  კუბრიკს+ნიკოლსონი=ვარსკვლავურ ნათებას.




10. "მაკულატურა" - სამი ისტორია ტარანტინოს ბნელ, კრიმინალურ კომედიაში, სამივე ერთი პიროვნების, კრიმინალური ბანდის მეთაურის გარშემო და სამივე ერთად სინთეზში უმა თურმანთან, ჯონ ტრავოლტასთან, სამუელ ელ ჯეკსონთან და თვით კვენტინ ტარანტინოსთან ერთად.



გაგრძელება იქნება, მალე კიდევ 10 ფილმის მინიმალისტურ პოსტერებს შემოგთავაზებთ )))) http://meqanikuri.blogspot.com/2013/01/blog-post_29.html