Monday, March 18, 2013

მერფის კანონები



1949 წელს, კალიფორნიაში, სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთ ბაზაზე თვითმფრინავთა ავარიის მიზეზებს იკვლევდნენ. იქაურმა თანამშრომელმა, ედ მერფიმ, ლაბორატორიის მუშაობის შეფასებისას
სევდიანად აღნიშნა: "თუკი შესაძლებელია, რაიმე არასწორად გაკეთდეს, ასეც გააკეთებენ". 
მოგვიანებით ეს გამოთქმა პრესაში მოხვდა და მოარულ ანდაზად იქცა. ამის შემდეგ მსავგს კანონებს ქმნის ყველა, მათ შორის ზოგი გენიალურია, ზოგიც მოსაწყენი. 

ახლა შემოგთავაზებთ უამრავ მერფის კანონს:

1. ყველა უსიამოვნებიდან სწორედ ის მოხდება, რომლისგანაც ყველაზე მეტი ზარალია მოსალოდნელი.


2. თუ მოსალოდნელი უსიამოვნების ოთხივე მიზეზი წინასწარვეა აღკვეთილი, აუცილებლად გამოჩნდება მეხუთე.


3. როგორც კი რაიმე საქმეს მოჰკიდებთ ხელს, მაშინვე გამოჩნდება სხვა საქმე, რომელიც უფრო მალე უნდა გააკეთოთ.


4. დინებაზე მიშვებულ მოვლენებს აქვთ ტენდენცია, განვითარდნენ ცუდიდან უარესისაკენ.


5. ყოველგვარი გადაწყვეტილება ახალ პრობლემებს ამრავლებს. 


6. სამსახურში უნდა მიხვიდეთ დროულად ან ყოველდღე. 


7. თუკი არსებობს თუნდაც მიზერი შანსი წარუმატებლობისა, ის გარდუვალია.


8. ყველაზე მოკლე გზა ყოველთვის დანაღმულია.


9. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ესე იგი თქვენ რაღაც მხედველობიდან გამოგრჩათ.

10. მოწინააღმედგის მიერ გახსნილი ცეცხლი ყოველთვის ძალიან ზუსტია.

 11. მხოლოდ ერთი რამ არის იმაზე უფრო ზუსტი ვიდრე მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი _ როცა შენიანები გესვრიან.

12. ალბათობა იმისა, რომ ნაცნობი შეგხვდებათ იზრდება თუ თქვენ მიდიხართ იმ პერსონასთან ერთად , რომელთან ნაცნობობის აფიშირებაც თქვენ არ გსურთ.


13. ქორწინების ხანგრძლივობა უკუპროპორციულია ქორწილზე გაწეილილი ხარჯების სიდიდისა.

14. ოპტიმისტს სჯერა, რომ ჩვენ ყველაზე კარგ სამყაროში ცხოვრობთ, პესიმისტი შიშობს რომ ეს მართალია.


 15. უარესი ცუდის მტერია.

 16. ეკონომისტების წრეში, ხშირად რეალური სამყარო განიხილება, როგორც კერძო შემთხვევა.

17. წარმატების საიდუმლო გულწრფელობაშია, როგორც კი მოახერხებთ ამის თამაშს ყველაფერი კარგად იქნება.

18. თუ კაცი ქალს მანქანის კარს უღებს, ან მანქანაა ახალი, ან ქალი


19. ხვრინავს ის, ვინც პირველი იძინებს.


20. თუ გაგვიანდება, ავტობუსიც აუცილებლად დაიგვიანებს.


21. ნუ იქნები შეუცვლელი, ვინაიდან თუ შეუცვლელი ხარ, შესაბამისად არც დაგაწინაურებენ.


22. რაც უფრო გრძელია თანამდებობის სახელი, მით უფრო უმნიშვნელოა ის.


23. საშუალო სტატისტიკურ ქალს ურჩევნია იყოს ლამაზი ვიდრე ჭკვიანი, ვინაიდან საშუალო სტატისტიკური მამკაცი უკეთ ხედავს ვიდრე აზროვნებს! 


24. 
გვირაბის ბოლოს სინათლე დენის ფულის გადაუხდელობის გამო ქრება


25. თუ შენ ეკინკლავები იდიოტს, როგორც ჩანს ისიც ამავეს შვრება.


26. თუ მივუმატებთ ბნელ წარსულს ნათელ მომავალ, ნაცრისფერი რეალობა გამოვა.


27. ოპტიმიზმი-როდესაც არ რეცხავ ჭურჭელს საღამოს, იმ იმედით რომ დილით უფრო დიდი სურვილი გექნება.


28. სულელებს მოჰყავთ ცოლი, ჭკვიანები-თხოვდებიან.


29. თუ მეგობარს დაეხმარებით გასაჭირში, ის აუცილებლად გაგიხსნებეთ როდესაც ისევ გაუჭირდება.


30. თუ გინდათ გააცინოთ ღმერთი, მოუყევით მას თქვენს გეგმებზე.


31. თუ მანქანას გარეცხავ, აუცილებლად იწვიმებს.

32. თუ ქოლგა დაგრჩება, მაშინაც იწვიმებს. 

33. თუ რაიმეს დაკარგავ, იქ იპოვი, სადაც უკანასკნელად დატოვე.

34. თუ მაღაზიაში რაიმე ძალიან მოგეწონება, შენი ზომა არ იქნება.

35. თუ ავტობუსი იგვიანებს და გადაწყვეტ ფეხით წახვიდე, ავტობუსი აუცილებლად მოვა.

36. თუ უცხო ქალაქში ხარ და რუკა დაგავიწყდა, დაიკარგები.

37. სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.