Sunday, February 3, 2013

სკამი


-   აქვს ერი, ორი, სამი, ოთხი და შეიძლება მეტიც.
-    რა?
-   რა მარტივი კითხვაა, რა და – ფეხი. უფეხო სკამებიც არსებობს, ე.წ. „პუფი“ (თუ რა ჯანდაბაცაა).
-    რაში გჭირდება?
-    რა?
-    რა და სკამი.
-    რა ადვილი შეკითხვაა! :D
პირველი:   დავჯდეთ ან დავსხდეთ ( პირები თქვენ შეუცვალეთ) !
მეორე:    დავისვენოთ ან პირიქით, ვიწრიალოთ (აქაც შენაცვლება შეიძლება)!
მესამე:   ვიმუშაოთ ან საპირისპირო... (შენაცვლებადია, მაგრამ აქვს გამონაკლისი)!

მეოთხე:   კბილი დაგვიბჟინონ, თმა დაგვვარცხნონ.. მოკლედ, მოგვემსახურონ (პირთა რაოდენობა შეზღუდულია).
მეხუთე:   ვჭამოთ, არა მივირთვათ! (აქაც შეზღუდვებია)!
მეექვსე:   კინოსა და თეატრის მაყურებლები ვიყოთ (ო, ისევ შეზღუდვაა)!
მეშვიდე:   მინისტრი, პარლამენტარი, მერი, მოსამრთლე, სახელმწიფო მოხელე... დაგვისვას კომფორტულად (აქაა თუ შეზღუდვაა) !
მერვე:   ვერ მოსიარულეთ დაეხმაროს (იყოს ოღონდაც შეზღუდვა) !
თუ გავაგრძელებ, თვლა არ გამიჭირდება, მაგრამ რომ გავაგრძელო, სანამ იმ სკამამდე მივალ, რომლის მსგავსი მხოლოდ მეფეებს რომ ჰქონდათ....
  რომელი?
  რა ძნელი შეკითხვაა! ფრიად უძნელესი! ყველა ფიქრობს, რომ პრეზიდენტის სკამს ვიტყვი, არა?! ცდებით, ისევ ცდებით, არადა სადღაა მოსაცდენი დრო. რატომ გინდათ, რომ ყველა შეკითხვას მე ვუპასუხო, ხომ შეიძლება ერთ კითხვას თავად გასცეთ პასუხი, თან ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი უნდა ჰქონდეს. ყველაფერი კი არ უნდა თქვა ! ხა, ხა, ხა ...
  რა კითხვას ?
  არის ხის, რკინის, ქვის და მერე კი, თანამედროვე ტექნოლოგიებს რაც ხელეწიფებათ ყველაფრის. ძირითადი კი  ეს სამი მასალაა.
ოქროს, ალმასის, ვერცხლის, სპილენძის... ძვირფასი ქვებით მოჭედილი, მოკლედ როგორი გინდა რომ არ არსებობდეს.
  და რისგანაც არ უნდა იყოს, რა უნდა მოათავსოს ადამიანმა ამ დიდებულ სკამზე? )))) 
  რა უხერხული შეკითხვაა.
   რა იყო, ტელეშოუში ხომ არ ვართ?
   ისე უკანალი უხერხული სათქმელი კი არის, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელი ადგილი მას მიაკუთვნეს სკამის დიზაინში. უიმე, რა დამავიწყდა ამ ჩამონათვალში, მივამატებ რა!
  მიამატე.
  მეცხრე: მანქანის თუ ნებისმიერი ბორბლიანის მატარებელთა მთავარი ატრიბუტი (უნდა შეზღუდონ, მაგრამ...)!
მეათე: უნიტაზებიც ხომ ნახვრეტიანი სკამებია ( ეს იუმორისთვის)
  ...და რომ ერთ მშვენიერ დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აკრძალოს სკამი, როგორც სიცოცხლისთვის „საშიში დასაჯდომი“ მერე ? ...
  აი იმ დღეს, შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკაც და გავიგებთ, როგორ ფეხსაცმლებს ჩააცვამენ მუდამ ფეხზე მდგომ ადამიანებს. იმ დღეს ნუ მომასწრებთ გეთაყვა, დამსვით, თორემ გული წამივა. მუცლის ღრუში კი გულისთვის სკამი არავის დაუდგამს. ოქროს გული აქვს ადამიანს, რკინის, თუ ქვის, აქ დასვენებაზე, დაჯდომაზე, არ მუშაობასა და სისწრაფეზე ლაპარაკი ზედმეტია. დაუმჯდარად უნდა გასწიოს გულმა ჭაპანი. ისე რა კეთილი გული აქვს გულს, ის არ ჯდება, უკანალს კი რა პატივში ამყოფებენ.
  ვერ გავიგე.
  რა, ვერ გაიგე? არ იცი უკანალის პატივისცემის გამოხატულება რომელი ნივთია?
  სკამი?
   სკამი!          სკამი!
გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ბევრჯერ გთხოვთ, სულ გთხოვთ:
 მუდამ გვახსოვდეს ის, ვისაც წამიც არ უფიქრია „სკამურ დიდებაზე“ და უფრთხილდით, ნუ გაგაგიჟებთ სკამზე ჯდომის ხიბლი. (ყველანაირი გაგებით).
  რატომ
   კიდევ ვერაფერი გავაგებინე, არადა არ მინდოდა მეთქვა: ბოლოს, აი სულ ბოლოს, სიგრძეზე ვიქნებით ყველანი გაშხლართულები (აბა ჩასვენებულებიო ხომ არ ვიტყვი) და ვერანაირზურგიანი სკამი ვერ გაუძლებს ჩვენს სიმძიმეს. სულ მარტივად: ბევრი კარგისა და ბევრი ცუდის აკიდება შეუძლია მაგ. რას?
  სკამს?
   ჰო, სკამს, სკამს !